კანონი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დამტკიცებულია

კანონი ქალი  დეპუტატების წინააღმდეგ  დამტკიცებულია. გენდერული კვოტები პარლამენტმა  უსწრაფეს ვადაში დაამტკიცა.  “გირჩს” ოცნებასთან  გარიგებით, მხოლოდ სამი დღე დასჭირდა  პროექტის ინიციირებიდან მის კანონად ქცევამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ პარლამენტში ქალების რაოდენობა სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შემცირდება.

მანამდე კი მათთვის შეურაცხყოფის მიყენება თავის თავზე ბექა ოდიშარიამ აიღო.

დეპუტატმა იძულებითი ბოდიშის შემდეგ  ქალ დეპუტატებზე თავდასხმა დღესაც გააგრძელა. ბექა ოდიშარიას სამიზნე ამჯერად სალომე სამადაშვილი იყო. მართალია,  დღეს აღარ უგინებია, მაგრამ შეურაცხმყოფელი ეპითეტები ქალის დეპუტატის მიმართ არ დაიშურა. გაბრაზებულია, რომ კამერები მას გუშინ მის პირად სივრცეში უღებდნენ. ანუ გამოდის, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატი თუ თავის სავარძელში არ იმყოფება და ფეხზე დგას,  მის პირად სივრცეშია და იქ პარლამენტის წევრის  ზედმეტად შეწუხება არ შეიძლება.

მსგავსი თემები