იაპონიაში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ფუკუშიმას რეგიონში, 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები ივატეს, მიაგისა და ფუკუშიმას პრეფექტურებში დაფიქსირდა, ბიძგები ასევე იგრძნობოდა დედაქალაქ ტოკიოში. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

TEPCO-მ, ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის ოპერატორმა განაცხადა, რომ არავითარი დარღვევები არ გამოვლენილა დაზიანებულ ქარხანაში ან რეგიონში სხვა ადგილებში.

მსგავსი თემები