“არჩევნების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” მკაცრად აგებს პასუხს”- ივანიშვილი

“არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს”- განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა. “საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს. არჩევნების შემდეგ,…

მეტი...

“2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა”-ბიძინა ივანიშვილი

პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანშვილის განცხადებით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის. იგი საზოგადოებას პირობას აძლევს, რომ გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, განამტკიცებს სუვერენიტეტს და 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. “ჯერ კიდევ 2014 წელს დავაფუძნე „საზოგადოება 2030“. მაშინ ევროკავშირის წევრობა ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა და გაწევრიანებაზე საჯაროდ საუბარს ვერიდებოდი, რადგან საზოგადოებას ჩემი ჭარბი ოპტიმიზმი შეიძლებოდა არ მოწონებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ მაშინ ვხედავდი, რომ საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება შეეძლო. დღეს, როდესაც 2030 წლამდე სულ რაღაც 6 წელია დარჩენილი, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის…

მეტი...

„საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს“ – ივანიშვილი

„2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს“- ასე მიმარტა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს აქციაზე. მისი შეფასებით, ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. „მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ…

მეტი...

ივანვიშვილის განცხადებით, „ენჯეოების“ მიზანია საქართველო „ღამურებით“ იმართებოდეს

„საზოგადოებაში ხშირად კითხულობენ, მაინც რატომ იბრძვიან უცხოეთიდან ასეთი გამალებით „ენჯეოების“ გამჭვირვალობის წინააღმდეგ? ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხობენ, თუმცა, სრული სიმართლის თქმას ისინი მაინც ერიდებიან“ – აღნიშნა ივანიშილმა და განმარტა უცხოეთიდან მომდინარე ფინანსების დანიშნულება. „სრული სიმართლე კი ისაა, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო. მიზანია, საქართველო არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული „ღამურების“ – ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს. ამის არდაშვება არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლების იდეას შეწირული ქართველი მოღვაწეების წინაშე. „ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც…

მეტი...

„ვიბრძოლებ ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად“ – ივანიშვილი

„მინდა გავიხსენო ინდოელი ლიდერის, ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვები მცირე ადაპტირებით: „არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდო-ელიტა“ – ასე მიმარტა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს. მისი შეფასებით,   უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდო-ელიტას რამდენიმე მთავარი თვისება გამოარჩევს. ის არის უსამშობლო, არ უყვარს არც საკუთარი ქვეყანა და არც საკუთარი ხალხი, რადგან მას სინამდვილეში საკუთრად არ მიიჩნევს. „პირიქით, ასეთ ადამიანებს საკუთარი ქვეყანაც და ხალხიც ეთაკილებათ. ასეთი ადამიანი არის აკაკისეული ღამურა, რომელიც, საბოლოოდ, ვერც უცხოელდება და ქართველობასაც კარგავს. ასეთი ადამიანები იოლად ექვემდებარებიან გარედან მართვას, რადგან ისინი ყოველგვარი…

მეტი...

“ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს გამოიჩინოს პატივისცემა ქართველი საზოგადოების მიმართ”- კობახიძე

“ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, 2022 წლის ივნისისგან განსხვავებით, გამოხატოს სათანადო პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ, აღადგინოს სამართლიანობა და გახსნას მოლაპარაკებები წელსვე”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ აქციაზე. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირს მოლაპარაკებები გახსნილი აქვს უკრაინასა და მოლდოვასთან, როდესაც საქართველო ერთი თავით მაღლა დგას ორივე ქვეყანაზე. “უკვე რამდენიმე თვეა გვემუქრებიან, რომ თუ არ დავთმობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას, არ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. აქ ერთი რამ უნდა ითქვას: დღეს მოლაპარაკებები გახსნილი აქვთ უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაშინ, როდესაც საქართველო ერთი თავით მაღლა დგას ორივე ქვეყანაზე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირისა და…

მეტი...

„უცხოელებს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ“ – ივანიშვილი

„2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები – სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები – საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნენ“ – ეს არის ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან, რომელითაც მან აქციის მონაწილეებს მიმართა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, არადემოკრატიული წესით, გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი. „სისხლიანმა რეჟიმმა გადაავსო ციხეები, აწამა პატიმრები, შეიწირა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დააყაჩაღა ათასობით…

მეტი...

“ევროპის ოჯახში მიგვიღებენ, თუ დავთმობთ მორალს, ეკლესიას და სარწმუნოებას”- კობახიძე

“იგივე ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ევროპული ღირებულებების დაკნინებას ცდილობენ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროპულ ოჯახში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს და ტრადიციულ ღირებულებებს კართან დავტოვებთ”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. “იგივე ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ევროპული ღირებულებების დაკნინებას ცდილობენ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროპულ ოჯახში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს და ტრადიციულ ღირებულებებს კართან დავტოვებთ”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართველებს უფლება აქვს, ევროკავშირს საქართველოს სუვერენიტეტისა და ღირებულებების პატივისცემა მოსთხოვონ. “როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა” მკაცრად აგებს პასუხს ყველა დანაშაულისთვის“ – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს. მისი თქმით,  განაჩენი სწორედ არჩევნების შემდეგ დადგება, რომელსაც „სისხლიანი მმართველები“ 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებენ. „საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს. არჩევნების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” მკაცრად აგებს პასუხს…

მეტი...

“საქართველო არ იქნება არავისი ვასალი”- კალაძე

“ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ – საქართველო არასდროს იქნება არავის ვასალი”- განაცხადა მერმა კახა კალაძემ აქციაზე. მისივე თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის ინტერესებით. “ჩვენ ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებით. ყველას დავუმტკიცებთ, აბსოლუტურად ყველას, რომ საქართველო იმსახურებს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რომლის გარეშეც ყველა სახელმწიფოებრივი ამოცანა ყოველგვარ ფასს კარგავს. დღეს საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომელსაც ზუსტად აქვს გააზრებული თავისი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს და ხალხის წინაშე; რომელიც მოქმედებს არა გარედან ვინმეს კარნახით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა ჭირდება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას, რა ჭირდება ჩვენი…

მეტი...

„ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“ – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეებს მიმართავს. როგორც მან აღნიშნა, საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ. „საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს. საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, 2030 წლამდე საქართველო გახდება ევროკავშირის…

მეტი...

“ქვეყანაში ადგილი აქვს შეტევას მართლმადიდებელ ეკლესიაზე”- კალაძე

“დღეს ქვეყანაში ადგილი აქვს „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“, ხდება „შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე“ და არის არეულობის დათესვის მცდელობა”- განახადა მერმა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად. „გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და ლგბტ-პროპაგანდა კარგია. გვიმტკიცებენ, რომ „ენჯეოებს“ უფლება აქვთ საქართველოში, რამდენიც უნდათ, იმდენი რევოლუციის მოწყობა სცადონ და ჩვენ მათი ფულის წარმომავლობაც არ უნდა მოვიკითხოთ. რევოლუციას კიდევ ერთხელ რომ დაგეგმავენ, ქართველმა ხალხმა ისიც კი არ უნდა იცოდეს, საიდან მოდის თანხები და ვინ აფინანსებს აღნიშნულ რევოლუციას”- აღნიშნა კალაძემ.   “გარკვეული ძალები ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის…

მეტი...

„ეს უნდა გაითავისოს დიდმაც და პატარამაც, შინაც და გარეთაც“ – შალვა პაპუაშვილი

„ქართული ღირებულებები არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები; ამიტომ, საქართველო კი არ ისწრაფვის ევროპისკენ, საქართველო არის ევროპა. ეს უნდა გაითავისოს დიდმაც და პატარამაც, შინაც და გარეთაც“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმათება. მისი თქმით, დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას – ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვენს ცხოვრებაზე უცხოური გავლენა. „ორივე შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ გვიპირისპირდებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სიამაყე ჩვენი თვითმყოფადობის გამო, არ გააჩნიათ ეროვნულობის განცდა და კუთვნილება ქართულ საწყისებთან.  ისინი საქართველოზე უფრო მაღლა აყენებენ უცხოეთს, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, რომ ქართველმა…

მეტი...

„ის, რომ ჩვენ ქართულ ინტერესებს ვიცავთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ გამოვდივართ“ – შალვა პაპუაშვილი

„35 წლის წინ აქ, ამ გამზირზე შეკრებილმა ქართველმა ერმა შეჰფიცა, რომ არ დათმობდა თავის სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ მრწამსს, არ გადაუხვევდა თავისუფლების გზიდან და ფიცისთანავე საკუთარი სისხლით დაამტკიცა მიღებული ურყევი გადაწყვეტილება“ – ასე დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეების მიმართ მიმართვა. მისი თქმით, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და დავიწყეთ სვლა თავისუფლებისკენ, შევუდექით საკუთარი თავის ხელახალი შეცნობის მძიმე, მაგრამ გარდაუვალ გზას და მოვედით დღევანდელ დღემდე. „ვხედავთ, ზოგიერთის სურვილს, რომ საქართველო იყოს სხვა ძალების ინტერესების გატარების ინსტრუმენტი, სხვების ნება-სურვილის შემსრულებელი სატელიტი ქვეყანა. ჩვენთვის კი მთავარი ამოსავალი პრინციპი იყო და დარჩება ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამიტომაც…

მეტი...

“გარკვეული ძალები ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა”- კალაძე

“ჩვენ გვაქვს მიზანი – საკუთარი იდენტობით და სუვერენიტეტით, მყარი მორალური ღირებულებებით, ოჯახის სიმტკიცით, სარწმუნოების ხელშეუხებლობით, სრული დამოუკიდებლობით გავხდეთ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული ოჯახი ჰქვია “, – განაცხადა  მმართველი პარტიის აქციაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით,  გარკვეული ძალები ვერ ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა. “გარკვეული ძალები, რომლებიც ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ იშლიან მცდელობას, ქვეყანა არიონ და ხელისუფლებაში ის ადამიანები დააბრუნონ, რომელთა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა. ამას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს”, – განაცხადა კალაძემ. კალაძე ამბობს, რომ  საქართველოს კვლავაც მკაფიო…

მეტი...

აქციაზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა

აქციაზე, რომელიც მმართველი გუნდის ორგანიზებით პარლამენტის შენობასთან იმართება, ბიძინა ივანიშვილიც მივიდა.  მთავრობის წევრები და დეპუტატებიც პარლამენტის ეზოდან გავიდნენდა დაიკავეს მთავარი სცენა. ბიძინა ივანიშვილს ერთ მხარეს მოქმედი პრემიერი – ირაკლი კობახიძე უდგას, მეორე მხარეს კი ყოფილი პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილ.    

მეტი...

“სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა”- წულუკიანი

“თუ ორბელიანების სასახლიდან გაბედავს და იმედი მაქვს, გაბედავს და ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ის ვერ გამოივლის, იმიტომ, რომ მან შეგვარცხვინა”- განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტზე. ვიცე-პრემიერმა სალომე ზურაბიშვილი ღამურას შეადარა და თქვა, რომ ის საქართველოს ფრანგი პრეზიდენტია. „მე თავად საშუალო სკოლაც კი საფრანგეთში დავამთავრე და მგონია, რომ ეს ჩემი მეორე ქვეყანაა, თუმცა, ჩემი სამშობლო საქართველოა და მეგონა, რომ მისთვისაც ასე იყო. მაგრამ მე ვხედავ, რომ მან როგორც მისი თანამებრძოლები – ჩვენ გაგვყიდა, მან გაყიდა ქართველი ერი. ამიტომ ის თუ ორბელიანების სასახლიდან გაბედავს და იმედი მაქვს,…

მეტი...

მთავრობის წევრები აქციაზე გასასვლელად ემზადებიან

დეპუტატები და მთავრობის წევრები პარლამენტის ეზოში იკრიბებიან. 8 საათზე კი ისინი აქციაზე გავლენ და ტრიბუნას დაიკავებენ. სწორედ ამ დროს დაიწყება სიტყვით გამოსვლებიც, სადაც ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან. რუსთაველის გამზირი გადაჭედილია. რეგიორნებიდან უამრავი ხალხია ჩამოსული. მათ დედაქალაქში ჩამოყვანას ორგანიზება მმართველმა გუნდმა გაუკეთა. მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებული აქციის სლოგანია „ღირსებით ევროპოსკენ“. ქუჩაში საკმაოდ ბევრი ხალხია გამოსული.  

მეტი...

“პუტინის ტიპის”- პრეზიდენტი “ქართული ოცნების” აქციაზე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” დღევანდელი აქცია რუსული სტილია. მისივე თქმით, აღნიშნული შეკრება ევროპული მომავლის წინააღმდეგაა. „გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

„აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები“ – ცოტნე ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის შვილი – ცოტნე ივანიშვილი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ეს ქართული კანონია. „ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ. ჩემი პოზიცია მინდა, დავაფიქსირო. ეს არის ქართული კანონი. მე მხარს ვუჭერ ქართველ ახალგაზრდებს და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, რომელის ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, ამმართველი გუნდის მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფება. აქციის მონაწილეებს ცოტნე ივანიშვილი მიუძღვება

მეტი...

რუსთაველის გამზირზე დიდი მსვლელობაა

რეგიონებიდან ჩამოსული აქციის  მონაწილეები რუთაველის გამზირზე იკრიბება.  მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები სხვადასხვა პერიმერტზე არიან შეკრებილები და მსვლელობით პერლამენტისკენ მიდიან, სადაც მთავარი სცენაა განთავსებული. მიკროავტობუსები კი ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ჩაამწკრივეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად არიან ჩამოსულები. მთელი რუსთაველის გამზირი სავსეა ხალხით.  სიტყვით გამოსვლა კი 20:00 საათზე დაიწყება და მტავარ მოედანზე ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან.  

მეტი...

აქციის მონაწილეებს ცოტნე ივანიშვილი მიუძღვება

მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებული აქცია იწყება. აქციის მონაწილეები კოლონებად მიემართებიან პარლამენტისკენ. დაცვის თანამშრომლებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ შეკრული, რომელიც იცავს და წინ უძღვის აქციის მონაწილეებს, რომლის წინა ხაზზე ბიძინა ივანიშვილის შვილი – ცოტნე ივანიშვილია. მათ უჭირავთ პლაკატი: “ღირსებით ევროპისკენ.” დაცვის თანამშრომლები ცოტნე ივანიშვილთან მიახლოების უფლებას არავის აძლევენ.      

მეტი...

ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია

ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია. ის მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა, მისი საქმის განხილვა კი პირველ მაისსაა ჩანიშნული. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და თავს დამნაშავედ არ გრძნობს. შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილი გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით – 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მეტი...

პოლიციამ სექსუალური ძალადობის საქმეზე ჟერარ დეპარდიე დააკავა

ჟერარ დეპარდიე პოლიციამ დააკავა. ფრანგული მედიის ცნობით, მსახიობი სექსუალური შევიწროების საქმეზე პოლიციაში დაკითხვაზე იყო მისული, რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს. დამატებითი დეტალების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ ვრცელდება. ჟერარ დეპარტიეს სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურებაში ათობით ქალი სდებს ბრალს, მათ შორის, ელენ დარასი, რომელიც დეპარდიესთან ერთად 2007 წელს ფილმ “დისკოზე” მუშაობდა. ასევე, სავარაუდო მსხვერპლებს შორისაა მსახიობი შარლოტ არნო, რომლის თქმით, ჟერარ დეპარდიემ 2018 წელს ის ორჯერ გააუპატიურა. თავად ჟერარ დეპარდიემ Le Figaro-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნული ბრალდებები სრულად უარყო. 2023 წლის 15 დეკემბერს ფრანგი მსახიობი ემანუელ დებევერი მდინარე სენაში გადახტა, მაშველებმა ქალი…

მეტი...

,,დატოვეთ დარბაზი” – ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან რიგით მე-13 ოპოზიციონერი, თინა ბოკუჩავა გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავაც გააძევა. მანამდე სხდომიდან გააძევეს – დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, ანი წითლიძე, თაკო ჩარკვიანი, ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, ქეთი თურაზაშვილი. სხდომა პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად დატოვეს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ, ,,გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ, ,,ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა. ოპოზიციონერების გარდა, ოხანაშვილი აძევებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. მათ კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევდა და მიკროფონს უთიშავდა.

მეტი...

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევშია. ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო გავრცელებული. ,,დღეს განვიხილეთ იენსის ინიციატივა შექმნას სპეციალური ფონდი უკრაინის თავდაცვის ფინანსური მხარდაჭერისთვის 100 მილიარდი ევროს ოდენობით ხუთი წლის ვადით”, – თქვა ზელენსკიმ ერთობლივ ბრიფინგზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა იქნება ნატოში, ,,რადგან უკვე შეუძლებელია ევროპისა და ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის ეფექტური მონაწილეობის გარეშე”.

მეტი...

დედამ აბაზანაში 10 წლის შვილის დახრჩობა სცადა – გადარჩენისთვის ბავშვმა გაითამაშა, ვითომ მკვდარი იყო

უცხოური მედიის ცნობით, ალაბამაში დედამ, შვილის დახრჩობა აბაზანაში მას შემდეგ სცადა, რაც მან უთხრა, რომ მამასთან ცხოვრებას ამჯობინებდა. ეშლი ელიზაბეტ ჯონსი, ბრალდებულია ბავშვზე ძალადობაში. 10 წლის ბიჭმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ დედამ დაარტყა და უკბინა. გადარჩენისთვის, ბავშვმა გამომძიებლებს უთხრა, რომ თავის გადასარჩენად გაითამაშა თითქოს მკვდარი იყო. ამის შემდეგ, სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, დედამისმა იგი კარადაში სამი საათის განმავლობაში გამოკეტა. ბიჭმა დაურეკა მამას და სთხოვა, რომ წაეყვანა. გაურკვეველია, შეიცვალა თუ არა მეურვეობის უფლება ინციდენტის შემდეგ, რადგან ეს პროცესი დახურულია საზოგადოებისთვის.

მეტი...

აქციის კვალი რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის მოწინააღმდეგე საპროტესტო აქციის შემდეგ დატოვებული კვალი –  მოირეცხა, მოიხეხა, ქიმიური ხსნარიც გამოიყენეს, თუმცა წარწერები ვერ წაშალეს. საპროტესტო აქციის შემდეგ დატოვებული წარწერების წაშლასთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეს არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც კანონდარღვევაა.

მეტი...

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სემეკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სატარიფო რეგულირების ხარისხის განვითარების ხელშეწყობისათვის საფინანსო სექტორში არსებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა, ერთობლივი პროექტების განხორციელება.

მეტი...

ოკუპანტებმა სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ,,აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ამათი დამონება არ გამოუვათ, თავისუფალი აზრი ყველაზე ძლიერია!” – პრეზიდენტი ახალგაზრდებზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან ახალგაზრდების ვიდეოებს აზიარებს და წერს: ,,ამათი დამონება არ გამოუვათ… თავისუფალი აზრი ყველაზე ძლიერია!”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საზოგადოებას სიტყვით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს

დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ცნობით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.

მეტი...

„არ მიშვებენ პენსიაზე და არც მე მინდა წავიდე, ვიქნები, სანამ შემეძლება ვემსახურო ჩემს ხალხს“ – გაიცანით 100 წლის რევაზ კაპანაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

უხუცესი საჯარო მოხელე რევაზ კაპანაძე „შაბათ-კვირის დილის“ რეპორტაჟში გადაიღეს. რევაზ კაპანაძე 76 წელია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს და დღემდე არ გასულა პენსიაზე. მის სახელს უკავშირდება 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელოები. „22 აპრილს შემისრულდა დაბადების 100 წლისთავი. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი გრძნობა. ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რა გავაკეთე ისეთი, რაც ჩვენს საზოგადოებასა და ხალხს გამოადგებოდა. ჩემი პროფესია, საქმე ძალიან მიყვარს და ამიტომაც არ მიშვენებენ არც პენსიაზე და არ მე მინდა რომ წავიდე. მანამ ვიქნები, სანამ შემეძლება რომ ვემსახურო ჩემს ხალხს. დროს ყველაფერი მიაქვს ჯანმრთელობა და ა.შ მაგრამ გამოცდილებას,…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოლოქი-ნატანების გზაზე – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში, ჩოლოქი-ნატანების დამაკავშირებელ  საავტომობილო გზაზე. ქობულეთის სანდასუფთავების ნაგვის შემკრები მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ,,აჭარის ტელევიზიის” ცნობით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ქობულეთის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ამ წუთებში, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მეტი...

რა ხდება ამ წუთებში ავტობანზე – დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალი მიკროვატობუსების კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება (ვიდეო)

დედაქალაქში დაგეგმილ საერთო სახალხო შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან. იმერეთიდან მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან უკვე დაიძრნენ. მათი თქმით, მიდიან დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, ასევე სურთ მშვიდობა და განვითარება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, დაიცვან ტრადიციები და ღირებულებები. საყოველთაო სახალხო შეკრებას იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი შეუერთდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე რეგიონიდან 23 000 ადამიანი მიემგზავრება. ზუგდიდიდან დედაქალაქში სახალხო შეკრებაზე ხუთი ათასამდე ადამიანი გაემგზავრა. შეკრების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ქართული საქმის მხარდასაჭერად, ენის, მამულისა და სარწმუნოების დასაცავად მიდიან. მათივე თქმით, გამჭვირვალობის კანონი სწორედ ევროპულ ღირებულებებს მიესადაგება. ოზურგეთიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე წამსვლელი მოქალაქეები უკვე გამოვიდნენ. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს,…

მეტი...

,,ეს არის ვანდალიზმი” – მერია საპროტესტო წარწერებზე

რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის მოწინააღმდეგე საპროტესტო აქციის შემდეგ დატოვებული წარწერების წაშლასთან დაკავშირებით, მერია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეს არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც კანონდარღვევაა. ,,გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული უკანონო წარწერების წაშლასთან დაკავშირებით, რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებს. გაცნობებთ, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ, წარწერები გაჩნდა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, როგორც შენობებზე, ასევე, გზის საფარზე, ტროტუარებსა და ვიტრინებზე. წარწერები გაკეთდა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე. შეგახსენებთ, რომ ეს არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც კანონდარღვევაა. რაც შეეხება ფასადების უკანონო წარწერებისგან გასუფთავებას, იგი…

მეტი...