მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტის უფლება არ მისცა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით წასვლაზე უარი უთხრა. პრეზიდენტი ვიზიტს 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გეგმავდა.

განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. პრეზიდენტმა მთავრობას შესაბამისი თანხმობისთვის 27 მარტს მიმართა. უცნობია მაინც გაემგზავრება პირადი ხარჯებით ზურაბიშვილი ლიეტუვაში თუ არა.

მსგავსი თემები