დადიანების სასახლეში ასაფეთქებელს ეძებდნენ

ზუგდიდში, დადიანებისა და ნიკოსეულ სასახლეებში ევაკუაცია იყო. სამართალდამცავები შენობებში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ინფორმაცია შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ მუზეუმის დირექტორთან შევიდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შენობებში რაიმე საეჭვო მოწყობილობები არ აღმოჩნდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები