დის მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის მამაკაცი დააკავეს

შსს-მ 2001 წელს დაბადებული ნ.ი., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბანში, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, 1995 წელს დაბადებულ შ.ი. – ს, რის შემდეგაც მას დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად შ.ი., შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“- ნათქვამია შს სამინისტროს განცახდებაში. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის…

მეტი...

„აისახება შესაბამისი ქვეყნების და ევროკავშირის იმიჯზე“ –  კობახიძე აქციებში ოთხი ქვეყნის მინისტრის მონაწილეობაზე

პრემიერ – მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება შესაბამისი ქვეყნების და ევროკავშირს იმიჯზე. „ეს არის არასერიოზული. სამწუხარო ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

„ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად“- კობახიძე

“ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის”- განცხადა ირაკლი კობახიძე. პრემიერ-მინისტრის განცახებით, „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად  არიონ ქვეყანა და  გამოიწვიონ მეორე ფრონტი. “რეალურად ამ ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა. თქვენ იცით, რომ მთელი ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უკვე ამდენი ხანია, ორ წელიწადზე მეტია, იბრძვის იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ეს ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი. ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც თქვა, რომ სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. ის ისედაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, გამოაცხადებენ…

მეტი...

“მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს”- კობახიძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

“გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ანკარაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხვალინდელი დღე  უქმედ გამოცხადდა. „ჩვენ მოგვმართა საპატრიარქომ, გამოვაცხადეთ ეს დღე უქმედ, როგორც მოგეხსენებათ. მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული. თუ არ გაქვს ძლიერი ფესვები, რა თქმა უნდა, წინ ვერ წახვალ. ხშირად ისე წარმოაჩენენ, თითქოს პროგრესულობა ნიშნავს…

მეტი...

გარდაბანში ძმამ და მოკლა

არსებული ინფორმაციით, ძმამ დას ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. გარდაცვლილი ქალი 25 წლამდე ასაკის იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო , რაც დამამძიმებელ გარემოში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობ. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მეტი...

„სად არის რუსული რეჟიმი შვილი?! ეს არის ქართული რეჟიმი“- ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

„სად არის რუსული რეჟიმი შვილო, ეს არის ქართული რეჟიმი.  ქართული ხელისუფლებაა“- განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა  დავით გურგენიძემ. მისი თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში საწავლო პროცესი გრძელდება. მის ამ  განცხადებას სტუდენტთა ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. ახალგაზრდები სკანდირებდნენ – „სირცხვილია“ „მე ვალდებული ვარ სასწავლო პროცესს ორგანიზება გავუკეთო. ვალდებული ვარ სასწავლო პროცესი არ ჩავშალო. მე მყავს 24 ათასი სტუდენტი, სხვას სხვა აზრი აქვს. პოლიტიზირებულ უნივერსიტეტებთან მე არ მაქვს საუბარი. სად არის რუსული რეჟიმი შვილო, ეს არის ქართული რეჟიმი.  ქართული ხელისუფლებაა“- განცახადა მან. უნივერსიტეტების ნაწილი გაფიცულია. სტუდენტები საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.

მეტი...

„ეს აქციები არის შემოქმედებითი“- რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოსთან, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. „ეს არის მუხტი, რომელიც ყველაზე მეტად არის გასათავლისწინებელი. აქ როცა ხარ ბევრად უფრო ენერგიული ხარ. ეს არის აქციები, რომელიც არის შემოქმედებითი, რამდენნაირად ფიქრობენ და რამდენნაირად შეუძლიათ თქვან მათი სათქმელი“- თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მეტი...

„საქართველოს მთავრობა ხვდება,რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს“- დუგინი

“საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს. ამის შესახებ რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. დუგინის თქმით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის გარე ძალები დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში ვითარების არევას. „ოპოზიციის მობილიზებას მთავრობის წინააღმდეგ რეაქციული ქმედებებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება ლიბერალურ, დასავლურ და ანტიეროვნულ რეფორმებს. ატლანტისტებს სურთ, რომ საქართველომ ახლანდელი მოლდოვისა და სომხეთის გზით იაროს, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის დასავლეთის ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ, მაგრამ საქართველოს მთავრობას დღეს ესმის, რომ ერთსქესიანთა ქორწილების ლეგალიზება, რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა და დასავლური ლიბელარული ტექნოლოგიების ჩანერგვა,…

მეტი...

საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრნენ.    

მეტი...

„თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი პარტნიორია, ვმსჯელობთ გაღრმავებაზე“- კობახიძე.

“თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი  პარტნიორობა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან  ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ხედავს დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. “რა თქმა უნდა, ბატონ პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თვალსაზრისით.  ჩვენ ასევე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.    

მეტი...

„თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება“- ერდოღანი

  პრემიერ-მინისტრმა გამაცნო მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება“- ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთი მზად არის საქართველოში უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა. „გასულ წელს ჩვენი სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში, ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობები ავითვისოთ სრულად. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის…

მეტი...

„ერთმანეთს თურქეთ-საქრთველოს ნაკრებები უპირისპირდებიან წარმატებებს ვუსურვებ ორივე გუნდს“- თურქეთის პრეზიდენტი

„ჩვენი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ერთად არის ჯგუფში და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პირველი მატჩით 18 ივნისს დორტმუნდში გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში“- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მანვე საქართველოს და თურქეთის ნაკრებებს 18 ივნისს, დორტმუნდში, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, წარმატებები უსურვა. თურქეთის პრეზიდენტმა დღეს საქართველოს პრემიერ-მოინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა გამათა.  

მეტი...

სამაშველო ეკიპაჟმა სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში, მე-10 კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა. მაშველებმა კნუტის მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და სხვენიდან ჩაშვებული თოკებით, დაახლოებით 10 მეტრის სიღრმიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. სამაშველო ჯგუფმა კნუტი, ადგილობრივი მაცხოვრებლების დახმარებით, დედა კატასთან დააბრუნა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

მეტი...

17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეებების ქუჩების გამოყენებით; მძღოლები მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან…

მეტი...

,,კიდე შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ ” – ლაზარე გრიგორიადისმა იზოლატორი დატოვა

2 დღის წინ, გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. მან წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ,,საერთოდ ვერ მივხვდით რაზე დაგვაკავეს, გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ, გვიღებდნენ ამავდროულად და დაგვაკავეს მოულოდნელად. დავით ქაცარავაც დააკავეს, ფიზიკურად საშინელ მდგომარეობაში იყო. პარლამენტის წინ ვიდექი მეგობართან ერთად და წინიდან ვიღაცების აყვანა დაიწყეს და მაგას ვეხმარებოდი, რომ არ დაეჭირათ და მეც შემითრიეს მაგ მომენტში. კიდე შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ”, – ამბობს გრიგორიადისი.

მეტი...

ტრაგედიას ქუთაისში ახალგაზრდა ბაიკერი ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას ქუთაისელი ბაიკერი ალექსანდრე ნუცუბიძე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი მოტოციკლით დაიმტვრა. ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან: „ალე, რამდენი მოგონება უნდა გავიხსენო. შენნაირი საოცარი ადამიანები რატო უნდა მიდიოდნენ ასე უდროოდ…შენი სიცილი სამუდამოდ თვალწინ მექნება“. „წუხანდელი ღამე არარეალურ სამყაროში გავატარე, ვერ ვიჯერებ“.

მეტი...

,,ჩვენ მოვისმინეთ მაიკლ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად” – ანდრია ჯაღმაიძე

უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის. უბრალოდ მოდის დირექტივა, რომელი კანონი მიიღოს სახელმწიფომ, რომელი არა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეხვედრაზე შეფასებები არ გაგვიკეთებია. ჩვენ ვუყურებთ უბრალოდ, ამ პროცესის ცოტა არალოგიკურ მიმდინარეობას, როდესაც არ ხდება კანონის დეტალური გარჩევა და მსჯელობა. უბრალოდ მოდის დირექტივა, რომელი კანონი მიიღოს სახელმწიფომ, რომელი არ მიიღოს. ასე იყო, როდესაც მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ახლა ისმის, რომ არ უნდა მიიღოს სახელმწიფომ ეს. თვითონ კანონის…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები მიცკევიჩის ქუჩაზე განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები მიცკევიჩის ქუჩაზე განათავსა. სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად სამგორის რაიონში ჩაატარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად სამგორის რაიონში ჩაატარა. სტერილიზაციის პროცესი მათზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით განხორციელდა, რომლებმაც ოპერაციის დასრულების შემდეგ, სტერილური და ვაქცინირებული ცხოველები ჩაიბარეს. თქვენი უბნის ბინადარი ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია-კასტრაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე – 0322 421 424. მობილური ვეტკლინიკის საშუალებით, მიუსაფარი ცხოველების თავიანთ უბნებში სტერილიზაცია, მნიშვნელოვნად დააჩქარებს დედაქალაქში ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირების პროცესს.

მეტი...

,,მათმა სიძულვილმა გამაოცა” – გუკა რჩეულიშვილი სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობაზე

გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობს: „მათმა სიძულვილმა მართლაც გამაოცა. აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი, დაერტყა ხელი. ჩემ გვერდით მწვანე ან ყვითელ ქურთუკში ჩაცმული ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ. მას გამოვესარჩლე და გადმოვიდნენ ჩემზე. მაშინვე შემაგდეს იმ კორდონში. იქით მხარეს არის ზიზღი. თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი“, – ამბობს რჩეულიშვილი ,,რადიო თავისუფლებასთან”. როგორც მან აღნიშნა, სპეცრაზმელებს სრულად ჰქონდათ დაფარული სახეები და მათი ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მისი თქმით, ძალადობით შეუძლებელია აქციის მონაწილეებს პოზიცია შეაცვლევინონ.

მეტი...

17 მაისს, 11.00 საათზე, გმირთა მემორიალზე აღევლინება ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი

მიმდინარე წლის 17 მაისს, 11.00 საათზე, გმირთა მემორიალზე აღევლინება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებსა და უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. პანაშვიდს, სასულიერო პირებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები. პანაშვიდის შემდეგ, გმირთა მოედანზე შეკრებილნი, შეუერთდებიან ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას, რომელიც 12:00 საათზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყება და დასრულდება წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)…

მეტი...

EU-ს ელჩები რუსეთის 4 პროპაგანდისტული მედიისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის ოთხი მედიასაშუალებისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ევროკავშირის კომისარმა ფასეულობებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ გაავრცელა. მისი თქმით, სანქციები შეეხება “ევროპის ხმას,” “რია ნოვოსტის,” “იზვესტიასა” და “როსიისკაია გაზეტას”. ასევე აიკრძალა ევროკავშირში რუსეთიდან მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ორივე ეს ზომა წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტს. ევროკავშირს ასევე აქვს დაწესებული სანქციები რუსეთის სახელმწიფო არხებისთვის “რაშა თუდეისა” და “სპუტნიკისთვის”. ევროკავშირს არ დაუკონკრეტებია, რა ზომებს გულისხმობს ეს ბოლო სანქციები, თუმცა ადრე ითქვა, რომ მედიასაშუალებები მაუწყებლობის უფლებას დაკარგავენ.

მეტი...

,,რა პროტესტი მოგინდათო… ხარებას დაჯგუფებამ მცემა” – აქციაზე დაკავებული მოქალაქე

გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული მოქალაქე, გათავისუფლების შემდეგ წერს, რომ გდდ-ს სპეცრაზმმა უმიზეზოდ, რამდენჯერმე სცემა: ,,მეგობრებო, გამოვედი და შემართებით და მხნედ ვარ. არ მეშინია, არც გაჩერებას ვაპირებ და ერთობით შევძლებთ დიდი ბოროტების დამარცხებას. დამიჭირეს უმიზეზოდ, მხოლოდ იმის გამო რომ აქციაზე ვიდექი. ბევრჯერ გამიმეორა სპეცრაზმმა აქ რატო იყავი რა პროტესტი მოგინდათო. ეს ნიღბიანი ჯგუფი – გდდ, ხარებას დაჯგუფება, არის “განსაკუთრებული დანაშაულის დაჯგუფება”. უმიზეზოდ რამდენჯერმე მცემეს და მემუქრებოდნენ ათასი საშინელებით. მიმეორებდნენ აბა კიდე მოდი და დადექი აქციაზე ამის შემდეგო! დააბრუნეს ის ძველი, საშინელი დრო: გაკავებს რამდენიმე სპეცრაზმელი და რამდენიმე გირტყამს. წამართვეს ყველა…

მეტი...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცხო ნომრებიდან მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ უწყებას არაერთმა პირმა მიმართა უცხო ნომრებიდან მათ ტელეფონზე ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით. საუბარია გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარის შემცველ ზარებზე. უწყება ამბობს, რომ მოქალაქეების ნაწილი მიუთითებდა მათ მიმართ მუქარაზე, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საქმეები შემდგომი რეაგირების მიზნით უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნეს. იხილეთ განცხადება: ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მომართა არაერთმა პირმა, მათ სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მომართვების სამსახურისთვის წარმოდგენა მოცემული დროისთვისაც გრძელდება. ზემოაღნიშნულ მომართვათა ნაწილში მოქალაქეები უთითებენ, რომ სატელეფონო საუბრების…

მეტი...

,,გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ” – პაპუაშვილი ჟურნალისტებს

,,გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ”, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს. ,,მე თუ მკითხავთ, ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით. ეს გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, ნებისმიერი დაპირისპირება და პოლარიზაცია სინამდვილეში აწყობს ზუსტად რუსეთს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია. ასე რომ გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ!”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი...

,,სამწუხაროდ თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ ზედმეტად დაკავებული იყავით” – როთი პაპუაშვილს

შალვა პაპუაშვილის განცხადებებს, რომ უცხოელი მინისტრებისა და პოლიტიკოსების გამოსვლა ანტირუსულ აქციებზე, ,,ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაა”, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ რითი ეხმაურება: ,,ძვირფასო სპიკერო, სამწუხაროდ თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ. მაგრამ, გთხოვთ ნუ იქნებით დაკავებულები მოუსმინოთ და ესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობს ახალგაზრდების დემონიზებას”, – წერს როთი, რომელიც სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად, 14 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მივიდა და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.    

მეტი...

გიორგი ფანგანი EU4Energy-ს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო ელექტროენერგეტიკული ბაზრების დაწყვილების შესახებ ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიერ EU4Energy-ს ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, რომელიც პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში გაიმართა. გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა რეგიონული ბაზრის ფორმირების პერსპექტივებისა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს როლზე. „ელექტროენერგიის ბაზრების დაწყვილება წარმოადგენს ტრანსასაზღვრო სიმძლავრეების ეფექტური გადანაწილების მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომლის საშუალებითაც ბაზრებს შორის ელექტროენერგიის ურთიერთგაცვლით ხდება ენერგიაზე მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსება. საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, რომელიც ეფუძნება ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს, გულისხმობს კონკურენტუნარიანი და ღია პრინციპების ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს…

მეტი...

,,პირველ რიგში, ვარ მეუღლე, დედა და ბებია… გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს” – ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. ხვედელიძე ლექტორს მიმართავს, რა არ მოსწონს გამჭვირვალობის შესახებ კანონში. ,,შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ. სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის მოგონებებში აღგვედგინა თქვენთან ურთიერთობის სცენები, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ იცნობდით ჩემს მამას და ბრძანდებით მისი თაობის წარმომადგენელი, საშუალებას მაძლევს მოგმართოთ. უდიდეს პატივს მივაგებ თქვენს თაობას! მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენმა თაობამ, მიუხედავად ბევრი ქარტეხილისა, შეინარჩუნა ჩვენი საქართველო, ქართული ენა და თვითმყოფადობა! დღეს ეს ჩემი თაობის ვალდებულებაა!…

მეტი...

ქუთაისში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია თამბაქო

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, მაღაზია გაქურდეს. ობიექტიდან ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა თამბაქო წაიღეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მეტი...

,,არცერთი ოპოზიციონერისგან არ გამიგია, რატომ არის ცუდი ეს კანონი?! ჩვენ, მოაზროვნე ადამიანებს გვჭირდება არგუმენტები” – მამა შალვა კეკელია

„არცერთი ოპოზიციონერისგან არ გამიგია, რატომ არის ცუდი ეს კანონი?! ჩვენ, მოაზროვნე ადამიანებს გვჭირდება არგუმენტები, ეს მონური დამოკიდებულება არ გვექნება არავისთან”, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ განაცხადა. ,,არცერთი ოპოზიციონერისგან არ გამიგია, რატომ არის ცუდი ეს კანონი?! ჩვენ, მოაზროვნე ადამიანებს გვჭირდება არგუმენტები, ეს მონური დამოკიდებულება არ გვექნება არავისთან. გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია, – აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

მეტი...

,,არა რუსულ კანონს და რუსულ რეჟიმს საქართველოში” – სტუდენტების პროტესტი გმირთა მემორიალთან გრძელდება

სტუდენტების პროტესტი გრძელდება. დილიდან ახალგაზრდები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც ტექნიკურ უნივერსიტეტთან მსვლელობით მივიდნენ და გამჭვირვალობის შესახებ კანონი გააპროტესტეს. საპროტესტო შეძახილები მოყვა ადმინისტრაციულ შენობასთან სასწავლებლის რექტორის გამოჩენას და მისი მხრიდან ქართული ოცნების პროპაგანდის გამეორებას. ტექნიკურ უნივერსიტეტთან გამართული დემონსტრაციის შემდეგ კი მსვლელობა ისევ გმირთა მოედანზე დაბრუნდა.

მეტი...

,,რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული” – 120 ორგანიზაციის განცხადება

120 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული. ხელმომწერები იზიარებენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას. ,,14 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღეს. საქართველოში პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველა ჩვენი წინაპრისა და თანამემამულისა, ვინც ორასზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობილი კანონპროექტის კანონად ქცევამდე პრეზიდენტის ვეტო რჩება, რომელიც პარლამენტმა არ უნდა…

მეტი...

ვალიდიმერ პუტინი ჩინეთში იმყოფება და სი ძინპინს ხვდება

ჩინეთში მყოფი რუსეთის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგასთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.  პეკინში პუტინი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. „რამდენიმე დღის წინ თქვენ დადეთ ფიცი და ოფიციალურად შეუდექით თქვენს მეხუთე საპრეზიდენტო ვადას. კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელად მოგილოცოთ თქვენ და, თქვენი პირადად, მთელ რუს ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აუცილებლად მიიყვანთ რუსეთს ეროვნულ განვითარებასა და აღორძინებაში ახალ დიდ მიღწევებამდე“, – ასე მიმართა სი ძინპინმა რუს კოლეგას. პრეზიდენტებმა ჩინეთ-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების 75 წლიან ისტორიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ  ამ ურთიერთობებმა გამოცდას გაუძლო. „ბოლო სამი მეოთხედი საუკუნის მანძილზე ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები რთულ პირობებში ჩამოყალიბდა, გაუძლო ცვალებად საერთაშორისო ვითარების გამოცდას და…

მეტი...

თბილისში, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე ხანძარი იყო – დაშავდა ასაკოვანი ქალი

თბილისში, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. დაშავებულია ერთი ასაკოვანი ქალი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,გალში ანტირუსული აქციების მონაწილე სტუდენტების დაკავების ფაქტი არ დასტურდება” – სუს-ი

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებების მთავარი თემა მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება და უკანონო ბორდერიზაციაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს, ირაკლი ანთაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გალში ანტირუსული აქციების მონაწილე სტუდენტები დააკავეს. მისი თქმით, აღნიშნული არ დასტურდება. დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება 2 თვის განმავლობაში რუსების მიერ უკანონოდ დაკავებული 7 პირის საქმე, რომლებიც უკანონო პატიმრობაში რჩებიან, გარდა ამისა ბორდერიზაციის 15 შემთხვევა. გარდა ამისა, ქართულ მხარეს სურს მიიღოს ინფორმაცია რუსების მიერ გატაცებული რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე, დააყენებენ თამაზ გინტურის მკვლელების დასჯის საკითხს.

მეტი...

„არ დაუჯეროთ არავის, გაქვთ იმის ინტელექტი, წაიკითხოთ ეს კანონი, სხვა ქვეყნებში მიღებულიც და შეადაროთ ერთმანეთს“ – კალაძე ახალგაზრდებს

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დაუჯეროთ არავის, თქვენ გაქვთ იმის ინტელექტიც, შესაძლებლობაც, თვითონვე წაიკითხოთ აღნიშნული კანონი, ასევე, სხვა ქვეყნებში მიღებული და გააკეთოთ მარტივი შედარება“, – ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აქციების მხარდამჭერ ახალგაზრდებს. „მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც არ განეკუთვნებიან იმ რადიკალურ დაჯგუფებებსა და რადიკალური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც დღეს აქციების ავანგარდში არიან: როგორ შეიძლება, გვინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელობით კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროინტეგრაციის გზა და ქვეყნის ევროპული მომავალი; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო მონაწილეობით მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც…

მეტი...