გორში, სტალინის სახლ-მუზეუმიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

გორში, სტალინის სახლ-მუზეუმიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამნაღმველები და კინოლოგები შენობაში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ.

სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

ცნობისთვის, იგივე მიზეზით დღეს ევაკუაცია ზუგდიდში, დადიანების სასახლეშიც გამოცხადდა.

მსგავსი თემები