შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ვადა იწურება. პროცესი დღეს, 18:00 საათზე დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს ახსენებს, რომ, ვადის ამოწურვის შემდეგ, 2024 წლის გამოცდებზე ისინი ვეღარ დარეგისტრირდებიან.

 

მსგავსი თემები