ფეხბურთის ნაკრებს თავი დაანებონ, ევრორეკომენდაციაა ეს კანონი მათ შორის – მდინარაძე ,,რუსულ კანონზე”

ფეხბურთის ნაკრებს თავი დაანებონ, ევრორეკომენდაციაა ეს კანონი მათ შორის, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ,,რუსულ კანონზე”.

,,მოვუწოდებ ყველას, ჩვენც ასე მოვიქცევით და ყველას მოვუწოდებთ, იმ ბიჭებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნუ გავრევთ პოლიტიკურ პაექრობაში. ვიპაექროთ ჩვენ და იმ ხალხს თავი დაანებონ, ფეხბურთის თემის გამოყენებას დაანებონ თავი. სად მივდივართ?! ევროპაში, ამ კანონითაც, დიახ, ევრორეკომენდაციაა ეს კანონი მათ შორის. სად მივდივართ?! ევროპაში. გუშინ რომ არ დაგვეინიცირებინა ეს კანონი თავის ვეოტიანად გადავიდოდა იმ პერიოდში, როცა ფეხბურთები მიდის ევროპის ჩემპიონატზე, ერთადერთი გზა იყო გუშინ დაინიცირება, რომ ფეხბურთის პერიოდს არ დაწერდა ამ კანონის განხილვა და გარკვეული ვნებათაღელვა. ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, გულწრფელად გიღიარებთ, იყო ის, რომ ფეხბურთის პერიოდში ამაზე საუბარი არ ყოფილიყო”, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები