ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა

ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ტაივანში, სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 1000-ზე მეტი, 50 კი დაკარგულად ითვლება.

მეხანძრეების თქმით, ქალაქ ჰუალიენის მახლობლად გვირაბებში ჩარჩენილი დაახლოებით 70 ადამიანის ევაკუირება უკვე განახორციელეს. თუმცა მათ კონტაქტი დაკარგეს ოთხ მიკროავტობუსში მყოფ 50 ადამიანთან. მაშველები სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობენ.

ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში კუნძულზე ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრას ასობით მეწყრული პროცესის განვითარება მოჰყვა.

მსგავსი თემები