საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციას და არასამთავრობოებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.

როგორც პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირება იქნება.

შეხვედრას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

მსგავსი თემები