პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით იხილავდნენ, „გირჩის“ ინიციირებულია და საპარლამენტო უმრავლესობაც მხარს უჭერდა.

კანონპროექტით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში. პროექტი სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ვალდებულებას აუქმებს.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. ხოლო, 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

მსგავსი თემები