პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა და ახალ საარჩევნო ტექნოლოგიას გაეცნო, რომლის გამოყენებითაც საქართველოს მოქალაქეები ხმას მისცემენ მოახლებულ საპარლამენტო არჩევნებზე.

,,შეხვედრა მიზნად ისახავდა პრეზიდენტის ინსტიტუციაში დასაქმებული თანამშრომლების, თავად ქალბატონი პრეზიდენტის ინფორმირებას იმ ტექნოლოგიური საშუალებების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრისა და ყველა სხვა მომდევნო არჩევნებზე. ასევე გვქონდა საშუალება დემონსტრირება გაგვეკეთებინა ამ აპარატების და თავად პრეზიდენტმაც პირადად მიიღო მონაწილეობა ამ დემონსტრაციაში”, – ამბობს კალანდარიშვილი.

მან კომენტარი გააკეთა არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობაზეც, უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მკაფიო პასუხი კითხვაზე ჯერაც არ მიუღიათ, იმის მიუხედავად რომ ხელისუფლება ვალდებულია ყველა ისეთ ქალაქში გახსნას უბანი, სადაც სულ მცირე 50 ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს.

,,არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირი არის საფუძველი იმისა, რომ შექმნას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სათანადო უბნები. გინდა პირობად მიიღეთ, გინდა უპირობოდ მიიღეთ, სადაც სამართლებრივი საფუძველი იქნება, ყველგან შეიქმნება შესაბამისი უბნები”, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები