Human Rights Watch: ახალი კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალისხმევას EU-ში გაწევრიანებისკენ

“ახალი კანონმდებლობა ჩაახშობს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ”, – ამის შესახებ Human Rights Watch X-ზე წერს და “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმაურება.

ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ “შემოგვთავაზა ახალი კანონი “უცხოელი აგენტების” შესახებ, რომელიც “პირდაპირ რუსული სპექტაკლიდანაა”.

ორგანიზაცია წერს იმასაც, რომ “ეს ნაბიჯი სარისკოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით”.

მსგავსი თემები