დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ვეტერანთა ჰოსპიტალს ესტუმრა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს სტუმრობდა. ჰოსპიტალის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა სტუმრებს დეტალურად გააცნო ჰოსპიტლის მუშაობის სპეციფიკა, ის სამედიცინო სერვისები, რომლებსაც კლინიკა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სთავაზობს. მინისტრმა დაათვალიერა ჰოსპიტალი, განახლებული სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა; ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების_ ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის და ევროპის ქვეყნების მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალი დონის სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი საპროცედურო და სადიაგნოსტიკო ოთახები. მიხეილ სარჯველაძე გაესაუბრა სტაციონარის…

მეტი...

,,ამ კანონზე უარის სათქმელად გასულ წელს ქუჩაში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა” – სახდეპი ,,რუსულ კანონზე”

,,ამ კანონზე უარის სათქმელად გასულ წელს ქუჩაში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა”. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერიმ განაცხადა. ,,საქართველოს პარლამენტში ამ კანონმდებლობის ხელახალი ინიცირების შესახებ ცნობები მივიღეთ. გეტყვით, რომ გასულ წელს, ევროპული ამბიციების გაცხადებისა და ამ კანონის ამოქმედების ბოლო მცდელობაზე უარის თქმის მიზნით ქუჩაში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა. საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გახსნას ევროკავშირთან მოლაპარაკებები. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. მზად ვართ, ამ პროცესის მხარდაჭერა გავაგრძელოთ”, – აცხადებს მილერი.

მეტი...

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია 13 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 13 პირი, 1 კი მხილებულია. ,,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ე.ა. თბილისში დააკავეს.პატრულ-ინსპექტორებმა ე.ა.-ს ავტომობილით მოძრაობისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი: 2002 წელს დაბადებული რ.შ. და 1984 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 9 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს…

მეტი...

მიხეილ სარჯველაძემ ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელი, ადგილზე, გაეცნო ჰოსპიტლის მუშაობის სპეციფიკას და აღნიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა და მათი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო პერსონალს, გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადა. ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი, ბენეფიციარებს, პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციური კადრებითაა აღჭურვილი. მიხეილ სარჯველაძეს, ჰოსპიტალში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა ამორი რევიშვილმა უმასპინძლეს.

მეტი...

სემეკში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდა. დღეიდან, სემეკში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება და განცხადებებზე სემეკის პასუხების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. ამავდროულად, ძალაში რჩება სემეკის ოფისში განცხადებების ჩაბარებისა და მათზე პასუხების მიღების შესაძლებლობაც. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ახალი მომსახურების მუშაობის პროცესს იუსტიციის სახლში გაეცნენ. აღნიშნული სიახლის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის კომუნალური სერვისების ხელმისაწვდომის გაუმჯობესება. კერძოდ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს მომსახურების პირობის დარღვევაზე რეაგირების მიზნით, სემეკში წარსადგენი განცხადება/საჩივარი…

მეტი...

სტამბოლიდან ბათუმში გამოფრენილი თვითმფრინავი, ბათუმის ნაცვლად, რიზეში დაჯდა

სტამბოლიდან ბათუმში გამოფრენილი თვითმფრინავი, ბათუმის ნაცვლად, რიზეში დაჯდა. ინფორმაციას და ფოტომასალას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენელმა გამოცემასთან დაადასტურა, რომ თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქარის გამო ვერ დაჯდა. Flightradar-ის მონაცემებით, რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21:10 საათზე უნდა ჩაფრენილიყო.

მეტი...

შსს-მ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავა. ,,კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა. ბრალდებული, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას”, – ნათქვამია განცხადებაში. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 4 აპრილს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 4 აპრილს. ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემით: 1 აშშ დოლარი – 2.6840; 1 ევრო – 2.8912; 1 ფუნტი – 3.3751; 1 ლირა კი 0.0839 ლარი ეღირება.

მეტი...

საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 9 ათასამდე ადამიანს აქვს

საქართველოში, 2024 წლის 18 მარტის მონაცემებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი 8 762 ადამიანს აქვს, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით, თითქმის 3.5-ჯერ მეტია. სტატისტიკის თანახმად მარტოხელა დედის სტატუსი მინიჭებული აქვს 8 582 ქალს, მათგან 14 მშვილებელია. რაც შეეხება მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, მარტოხელა მამის სტატუსი 165 კაცს აქვს, მათგან მშვილებელი კი მხოლოდ ერთია. გასულ წელს მარტოხელა მშობლის სტატუსი სულ 2 518 ქალს და 110 კაცს მიენიჭა.

მეტი...

რუსთავის სავაჭრო ცენტრში, ერთ-ერთი მაღაზიიდან, კაცმა ტანსაცმელი მოიპარა

რუსთავის სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთი მაღაზიიდან, 30 წლამდე კაცმა სხვადასხვა სახის ტანსაცმელი მოიპარა. ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს. გამოცემა ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. პოლიციამ კაცი ადგილზე დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს წინადადება – სენატორები ,,რუსულ კანონზე”

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენელი, სენატორი ჯიმ რიში და ევროპასთან თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: ,,წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაბრუნება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ყოფს ქვეყანას. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად. საქართველოში დემოკრატიულ ხელისუფლებას ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს. ქართველმა ხალხმა 2023 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაციებით უარყო ეს შემოთავაზებული კანონი. ეს კანონპროექტი არა მხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციასა და…

მეტი...

ნათლად გვესმის, რისთვის ემზადებიან რუსეთში – ზელენსკი

ნათლად გვესმის, რისთვის ემზადებიან რუსეთში, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ,,ჩვენ ეტაპობრივად ვგეგმავთ პარტნიორებთან მუშაობას უახლოეს თვეებში – მაისი და ივნისი უნდა იყოს უკრაინის გულისთვის აქტიურობის დრო, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს ამ ომში. ჩვენ ნათლად გვესმის, რისთვის ემზადებიან რუსეთში, რა უნდათ, რას გამოიყენებენ თავიანთ ჯარში ჯარისკაცების შესაკრებად. და ჩვენ, ყველა ჩვენგანს, ჩვენს პარტნიორებს, უნდა გვქონდეს ძლიერი პასუხი რუსეთის ოპერაციებზე – რუსეთის ნებისმიერ ოპერაციაზე. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი. ეს არის უკრაინის ისტორიული შანსი დაარღვიოს რუსული რევანშიზმი და ჩვენ უნდა ვისარგებლოთ შესაძლებლობით, ჩვენი შვილების საიმედო უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

ლაზარე დღესაც ციხეშია, ზუსტად ამ რუსული კანონის გასაწვევად იდგა ის გარეთ – ლაზარეს დედა

ლაზარე დღესაც ციხეშია, ზუსტად ამ რუსული კანონის გასაწვევად იდგა ის გარეთ, – ამბობს მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე. ,,თუ ჩვენ მთავრობას მაინც და მაინც უნდა რუსული კანონებით ცხოვრება, ვუსურვებ, წაბრძანდნენ რუსეთში და იცხოვრონ იქ და ნუ გვატყუებენ იმას, რომ ეს არის გამჭვირვალობის კანონი. მათ არცერთი დანაპირები არ შეასრულეს, არც ის 9 დათქმა არ შეასრულეს. ლაზარე არის დღესაც ციხეში, ზუსტად ამ რუსული კანონის გასაწვევად იდგა ის გარეთ და თუ ასე გაგრძელდება ეს ყველაფერი, მე მგონი ჩვენც თავს ამოვყოფთ ციხეებში”, – განაცხადა თამთა კალანდაძემ.

მეტი...