„კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის დროს, ჯგუფ „პიკნიკის“ დაკარგულ წევრს ამ დრომდე ეძებენ

ჯერ კიდევ არ არის ინფორმაცია ჯგუფ „პიკნიკის“ წევრის ადგილსამყოფლის შესახებ, რომელიც ადრე „კროკუსში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ გაუჩინარდა. ამის შესახებ მუსიკალური ჯგუფის დირექტორმა იური ჩერნიშევსკიმ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.

მსგავსი თემები