ჩინეთი აქცენტს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე აკეთებს – სიმპოზიუმი ჰუნანში

ჩინეთში სიმპოზიუმი „ახალ ეპოქაში ცენტრალური რეგიონის აღმავლობის ხელშეწყობა“ გაიხსნა, რომელსაც პირადად პრეზიდენტი უძღვებოდა.  სიმპოზიუმი ჩანგშა, ჰუნანის პროვინციაში გაიმართა. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ცენტრალურ რეგიონს მნიშვნელოვანი სტატუსი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ქვეყნის ცენტრალური რეგიონი წარმოადგენს მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ბაზას, ენერგორესურსების ბაზას, თანამედროვე აღჭურვილობისა და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმოების ბაზას, ასევე ინტეგრირებულ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კერას, რომელიც აძლიერებს ცენტრალურ რეგიონს და მას  მნიშვნელოვანი სტატუსი მთელი ქვეყნის მასშტაბით“ – აღნიშნა პრეზიდენტმა და ყურადღება გაამახვილა  მაღალი ხარისხის განვითარების ხელშეწყობაზე.

პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, რომ წინა მსგავსი სიმპოზიუმიდან 5 წელი გავიდა და  ქვეყნის ცენტრალურმა რეგიონმა ძირითადად მიაღწია სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას, მუდმივად ძლიერდება ინოვაციების მამოძრავებელი ძალა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინდუსტრიული საფუძველი, და გადაიდგა ახალი ნაბიჯები.

„მიღწეულია პროგრესი ყველა ასპექტში, სოციალური სფეროს განვითარება, ხალხის ცხოვრების დონე სტაბილურად გაიზარდა, მწვანე და დაბალ ნახშირბადის ტრანსფორმაცია დაჩქარებული ტემპით განხორციელდა, რის წყალობითაც ცენტრალურმა რეგიონმა მიაღწია განვითარების მაღალ საწყის წერტილს. თუმცა, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ცენტრალური რეგიონის აღმავლობის ხელშეწყობის პროცესში ჯერ კიდევ არის საკმაოდ ბევრი სირთულე და გამოწვევა, რომელიც პრაქტიკულად შესწავლას და დაძლევას საჭიროებს“ – აღნიშნა სი ძინპინმა.

ჩინეთი აქცენტს სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციებზე აკეთებს და აცხადებს, რომ მას წამყვანი როლი აქვს.

„მნიშვნელოვანია გაძლიერდეს  ინდუსტრიული ინოვაციების განხორციელება და აქტიური ძალისხმევა ახალი ხარისხის პროდუქტიული ძალების კულტივირებისთვის და განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია ეკონომიკის რეალურ სექტორში დამკვიდრება, მოწინავე წარმოების მრეწველობის შესაძლებლობების გაძლიერება, ახალი ტიპის ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობა, ტრადიციული ინდუსტრიული სექტორების რეფორმირება და მოდერნიზაცია, განვითარებადი ინდუსტრიების აღზრდა და გაძლიერება, პროაქტიულად დაგეგმვა და განვითარება. მომავლის ინდუსტრიებმა უნდა  დააჩქარონ თანამედროვე ინდუსტრიული სისტემის შექმნა, რომელიც დაფუძნებულია მოწინავე წარმოების ინდუსტრიაზე.

საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ტექნოლოგიური და სამრეწველო ინოვაციების სიღრმისეულ ინტეგრაციას, ინტენსიურად შეასრულოს ყველაზე რთული ამოცანები ძირითადი საკვანძო ტექნოლოგიების შემუშავებაში და გაძლიერდეს ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლებლობები ინდუსტრიის ინოვაციურ განვითარებაში“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სიმპოზიუმზე ასევე ყრადღება გამახვილდა  საწარმოების, როგორც ინოვაციის სუბიექტების სტატუსის გაძლიერებაზე; საინოვაციო კომპლექსების ჩამოყალიბებაზე საწარმოო ჯაჭვების ზედა და ქვედა სეგმენტების მჭიდრო კავშირებით; საწარმოო ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ინოვაციური საქმიანობის ინტეგრაციის სტიმულირებაზე; წარმოებაში სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევების პრაქტიკულ განხორციელებაზე.

 

მსგავსი თემები