ვგმობთ მოსკოვში თავდასხმას, ასეთ საშინელ დანაშაულს ვერაფერი გაამართლებს – NATO

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 22 მარტს, მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმას გმობს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

ცალსახად ვგმობთ მოსკოვში კონცერტის მაყურებლებზე თავდასხმებს. ასეთ საშინელ დანაშაულს ვერაფერი გაამართლებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახევს“, – წერს ნატოს პრესსპიკერი, ფარა დახლალა.

შეგახსენებთ, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენოა 145-მდე გაიზარდა.

 

მსგავსი თემები