„კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს – მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.

რუსული „ტელეგრამის“ არხების ცნობით, ავტომობილი, რომლითაც ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ, ბელარუსისა და უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში გააჩერეს.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში ექვსი პირი იმყოფებოდა, ოთხმა მათგანმა გაქცევა მოახერხა.

ამჟამად ძებნაშია.

ნასრიდინოვი მახმადრასულ 37 წლის;
ისმონოვი რივოჟიდინი, 51 წლის;
საფოლზოდა შოხინჯონი, 21 წლის;
ნაზაროვი რუსტამი, 29 წლის.

რუსული მედია აცხადებს, რომ დაკავებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

მსგავსი თემები