როდესაც ადამიანები უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდიან, ივანიშვილის პარტია ამას სამოგზაუროდ წასვლას და გამოგონილს ეძახის – ბოკუჩავა

“მაშინ, როდესაც ადამიანები გაზრდილი ფასების, უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდიან, ივანიშვილის პარტია ამას სამოგზაუროდ წასვლას და გამოგონილს ეძახის. იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილის პარტიამ იზრუნოს ხალხის პრობლემების გადაჭრაზე, ისინი ამ პრობლემების გადაფარვას ცდილობენ პროვოკაციებით.“- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ საგაბგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, არაერთი შეტყობინება მიიღო ემიგრანტების მხრიდან, რომლებიც ყვებიან ძალიან მძიმე ისტორიებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წავიდნენ საქართველოდან იძულებით ემიგრაციაში გაზრდილი ფასების, უმუშევრობის გამო.

ოპოზიციონერი ლიდერი პარლამენტში განვითარებულ გუშინდელ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  პროვოკაციებით ვერ გადაფარავს ივანიშვილის პარტია ვერც მის წარუმატებლობას ევროპაში და ვერც წარუმატებლობას საქართველოში.

„მაშინ, როდესაც გაზრდილი ფასების და უმუშევრობის გამო ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე იძულებით ემიგრაციაში მიდის, ივანიშვილის პარტიის წევრები გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები სამოგზაუროდ არიან წასულები და მათ გამოგონილს ეძახიან. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები და მათი პრობლემები უხილავი არიან ივანიშვილის პარტიისთვის, გუშინ მინისტრის საათზე მე გავაჟღერე რამდენიმე ემიგრანტის ხმა პარლამენტში, რომ თავად ივანიშვილის პარტიის წევრებმა მოისმინონ იძულებით ემიგრაციაში მყოფი მძიმე ისტორიები. მას შემდეგ მივიღე არაერთი ვიდეო, არაერთი გზავნილი, არაერთი შეტყობინება სხვა ემიგრანტების მხრიდან, რომლებიც ყვებიან ძალიან მძიმე ისტორიებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ წავიდნენ საქართველოდან იძულებით ემიგრაციაში გაზრდილი ფასების, უმუშევრობის გამო და ისინი ივანიშვილის პარტიას კიდევ ერთხელ ეუბნებიან, რომ სამოგზაუროდ ნამდვილად არ არიან წასულები.

რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს პარლამენტში, გამოგონილ რეზოლუციას, მხოლოდ ამას გეტყვით – პროვოკაციებით ვერ გადაფარავს ივანიშვილის პარტია ვერც მის წარუმატებლობას ევროპაში და ვერც წარუმატებლობას საქართველოში, სადაც გაზრდილ ფასებს უმუშევრობას ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე სწორედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იძულებით ემიგრაციაში გაურბის. აქედან 70 პროცენტი არის ქალი, მათ შორის ძალიან ბევრი დედა, რომელსაც უწევს შვილების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების საქართველოში დატოვება იმისთვის, რომ მათ სიღარიბეში არ იცხოვრონ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენც შეძლებთ გააჟღეროთ ამ ადამიანების ხმა ტელევიზიით, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ, გაიგონ მათი ხმა და მათ ხმას ნამდვილად ვერ გადაფარავს ივანიშვილის პარტიის პროპაგანდა. იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილის პარტიამ გადაჭრას ხალხის პრობლემები, ისინი ცდილობენ ხალხის პრობლემების გადაფარვას გამოგონილი რეზოლუციით და გუშინდელი პროვოკაციით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში და  მათივე დადგმით აეროპორტში, არის სწორედ ამის მორიგი მაგალითი, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ  პრობლემებზე, როდესაც ჩვენ ვაჟღერებთ ადამიანების ისტორიებს, რომელიც გაზრდილი ფასების და უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში საქართველოდან მიდიან იმისთვის, რომ აქ დარჩენილი ოჯახები არჩინონ, იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემები გადაჭრან, ისინი ცდილობენ ამ პრობლემების გადაფარვას, მათ შორის იმგვარი  პროვოკაციებით, რომელიც ჩვენ გუშინ პარლამენტში ვიხილეთ.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

მსგავსი თემები