მოსკოვის Crocus City Hall-ში სროლის დროს ქართველი გოგო იმყოფებოდა

სროლა და აფეთქება მოსკოვში – ირკვევა, რომ საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში თავ­დას­ხმის დროს მიმ­დი­ნა­რე კონ­ცერ­ტზე ქარ­თვე­ლი, სო­ფი­კო კვი­რი­კაშ­ვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

ახალგაზრდა ქალი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ინტრნეტ სვრცეში უკვე ვრცელდება ფოტო რომელიც თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. (ინ­ფორ­მა­ცი­ა თავდაპირველად “ინ­სტაგ­რამ­ზე” “ან­დრო თბი­ლი­სე­ლმა” გაავრცელა).

“ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, სო­ფი­კო (ღმერ­თს მად­ლო­ბა) არ და­შავ­და! მან გა­დარ­ჩე­ნა მო­ა­ხერ­ხა!” – წერს ჟურნალისტი.

“ფე­ის­ბუქ­” გვერ­დი მოს­კო­ვი-თბი­ლი­სი კი აღნიშნავს, რომ სო­ფი­კო კვი­რი­კაშ­ვი­ლი სცე­ნი­დან ავა­რი­უ­ლი გა­სას­ვლე­ლით გა­ვე­და და არა დარბაზიდან.

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.

რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

მსგავსი თემები