არჩევნებზე ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას – კობახიძე

სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით “ნაცმოძრაობის” გარდა, სხვა პარტია ბარიერს ვერ გადალახავს.

„დღევანდელი მოცემულობა რა არის – „ნაცმოძრაობა“ 15%-მდე ჩამოვიდა, მანამდე 18% ჰქონდა და ახლა 15%-ს ჩამოსცდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ დაახლოებით ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, 7 თვეა დარჩენილი და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები