დააკავეს 1 პირი, რომელიც, გვიან ღამით, სიჩქარეში შეჯიბრის გამო, ქვეითებს დაეჯახა

ქუთაისში დააკავეს 1 პირი, რომელიც, გვიან ღამით, სიჩქარეში შეჯიბრის გამო, ქვეითებს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანები ერთმანეთს გასწრებაში ეჯიბრებოდნენ, რის შედეგადაც ქვეითებს ჯერ ერთი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი მეორემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ისიც ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ადგილობრივები მაშინვე დაუღუპნენ. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი...

თბილისსა და ზოგიერთ რაიონში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება

დედაქალაქსა და ზოგიერთ რაიონში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ფიქსირდება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგეტო ავრცელებს. ,,აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე,” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მეტი...

ალპინისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ალპინისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ავრცელებს. ,,მეწყერი 8 თებერვლიდან გაუჩერებლად “მოედინება” ცხუკუშერიდან ალპანისკენ მიმავალ გზაზე. იმდენად დენადია, რომ გზის გაწმენდის შემდეგ მოდის და რასაც ჰქვია “ჩაედინება” რიონშიო ადგილობრივები ამბობენ. შუქი არ არის, იმიტომ რომ ბოძებს გათხიერებილ მიწაში ვერ ამაგრებენ. ეს რუკა სპეციალურად დავდე. ზემოთ ლაჯანუროს წყალსაცავია. რიონის ხეობა პრობლემატური ხეობაა, მეწყრული, დამატებითი წყლის ზედაპირები კატასტროფულად აუარესებს კლიმატურ პირობებს”, – წერს გოდოლაძე.

მეტი...

საქართველომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

საქართველომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა. ინფორმაციას ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი სოციალურ ქსელში ავრცელებს: ,,სიხარულით გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი)”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

გორის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა იჩხუბეს, დაშავდა მერვეკლასელი – მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი საგაკვეთილო შესვენების დროს სკოლის ეზოში, სამეთვალყურეო კამერების წინ სცემეს. ფაქტს, სავარაუდოდ დაცვისა და მანდატურის თანამშრომლებიც შეესწრნენ. ჩხუბის დროს დაშავდა მე-8 კლასის მოსწავლე რომლისთვისაც პირველადი სამედიო დახმარების დაწევა გახდა საჭირო. სკოლის ეზოში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ თვითმხილველებმა მოსწავლეების გასაშვებად ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. დაშავებული მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება დაიწყო, სამართალდამცავებმა ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი გუშინ გამოკითხეს. სკოლის დირექტორი ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

მეტი...

ბათუმში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმებს ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

ბათუმში ბარამიძეების ოჯახი ექიმებს დაუდევრობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. საუბარია კლინიკა “ბმს” გინეკოლოგიური განყოფილების ექიმებზე, ვაჟა ცირეკიძესა და მაია ძნელაძეზე. მათ ახალშობილის გარდაცვალებაში სდებენ ბრალს. ,,ახალგაზრდა ქალის ორსულობის პერიოდი ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობდა. ექიმებმა ორსულს არასწორი პრეპარატი დაუნიშნეს, რამაც მისი ნაადრევი მშობიარობა გამოიწვია და ახალშობილი დაბადებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა”, – აცხადებს ბარამიძეების ოჯახის წევრი. ოჯახი საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ საქმის გამოძიებასა და ექიმების დასჯას მოითხოვს.

მეტი...

სუიციდი არ ყოფილა, მეგობრებმა, ღალატით გამოასალმებს სიცოცხლეს – გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს მიხეილ დოიჯაშვილს, რამაზ გოგიძესა და ზურაბ ვაშაგაშვილს, გამოძიება მათი კოლეგის ჯგუფურად ცემას და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. ამ დროისთვის, სამივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. საქმე ეხება ჯარისკაც ირაკლი აფრიამაშვილის გარდაცვალების საქმეს. სამშვიდობო მისების მონაწილე, გამოცდილი სამხედრო ხეზე ჩამომხრჩვალი მიმდინარე წლის 11 იანვარს ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, რადგან გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის, ცხვირის, საფეთქლის, ყბის არეში, ასევე, გატეხილი ჰქონდა თავი. ,,სუიციდი საერთოდ არ ყოფილა, წამებით მოკლეს. საკუთარ სახლში მიუცვივდნენ მხეცებივით. ფიგურირებდა 5 პიროვნება, მაგრამ არ ვიცი ბოლოს რა გამოიკვეთება და როგორ…

მეტი...

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში მეორე შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობა სამ საკითხზე გაიმართება. „პირველი საკითხი გახლავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მეორე საკითხია ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული ნორმები და მესამე – საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობა,“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის რჩევა და არა დირექტივა. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ეს გახლავთ რეკომენდაცია. ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო.…

მეტი...

„ჯოჯოხეთი ვნახე! ასეთი სურათი ფილმებში მაქვს ნანახი“- რას ამბობენ თვითმხილველები ქუთაისში მომხდარ ავარიაზე

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ, რომლებიც ერთმანეთს სისწრაფეში ეჯიბრებოდნენ. შედეგად, ერთ-ერთი მძღოლი ქვეითებს დაეჯახა, მეორე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ისიც ნაავარიებ ადგილს დაეჯახა. ადგილობრივები და თვითმხილველები მომხდარის შესახებ წერენ: ვაიმე, საცობში მოვხვდი მაგ დროს. გული ამეწვა, საცოდავად ეყარა აქა-იქ ნაწილები. პოლიცია ცელოფნებს აფარებდა. ღმერთო, ყველა დაიფარე განსაცდელისგან… საშინელი ავარია მოხდა პარლამენტთან. ორი მანქანა ერთმანეთს “ეგონკავებოდა“, ზებრაზე გადამსვლელებია გატანილი ისე, რომ დაანაწევრეს ხალხი! 2 ქალია გარდაცვლილი. ჩემ გვერდით ბინელები ყოფილან. ერთი ახალგაზრდაა და მეორე საშუალო ასაკის…გადაკეტილი იყო პარლამენტთან გზა. მტერს არ…

მეტი...

NATO უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემას გეგმავს – სტოლტენბერგი

,,NATO უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემას გეგმავს”. ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. გადაწყვეტილება 2-დღიანი მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს – ჯერ “რამშტაინის,” შემდეგ კი უკრაინა-NATO-ს საბჭოს ფორმატში. “დრონების კოალიციის” პირველ შეთანხმებას სათავეში დიდი ბრიტანეთი და ლატვია ჩაუდგებიან. ,,მოკავშირეთა ჯგუფი აპირებს გააერთიანოს ძალისხმევა და გადასცეს უკრაინას მილიონი დრონი. NATO-ს ოცი მოკავშირე ასევე შეთანხმდა, რომ შეიქმნას გამნაღმველი კოალიცია. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. ერთიანობაში NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თითქმის 99%-ზე მეტს უზრუნველყოფენ”, – ამბობს სტოლტენბერგი. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ დრონებისა და სამხედრო დახმარების მიწოდების მხრივ ლიდერობს არა…

მეტი...

სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. ,,აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს”, – წერია უწყების განცხადებაში. სუს აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

მეტი...

ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს – შალვა პაპუაშვილი

ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტზე, რომელიც მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა. ,,ეს კიდე ერთხელ აჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს. მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია, მას გული არ შესტკივა იმ თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ კონსტიტუციაში წერია, იმიტომ რომ ეს სიტყვები ამ კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა, 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა ყველა სიტყვა ამ კონსტიტუციაში. ამიტომ მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს და ამიტომაც არის, რომ…

მეტი...

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, 6 ადამიანი დააკავა

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, 6 ადამიანი დააკავა. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ზ.კ. (მეტსახელად „კეკო“), 1986 წელს დაბადებული ნ.მ. (მეტსახელად „მაჩიტა“), 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.თ. (მეტსახელად „ბაბუცა“). „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული ლ.ლ. და 2004 წელს დაბადებული გ.ი. დანაშაული 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთად დასაქმებულ ბრალდებულებს – ლ.ლ.-ს და გ.ი.-ს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებულებმა, კონფლიქტის მოგვარება „ქურდული სამყაროს“…

მეტი...

ღია ჭრილობები აქვს, ძალიან შეშინებულია, ადამიანის დანახვაზე ცდილობს დაიმალოს – ზოოპარკის დირექტორი

ვმკურნალობთ დათვს, რომელიც გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარედ, ტყეში იყო დაბმული, – ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განაცხადა. მისი თქმით, დათვს, სავარაუდოდ, საყელური უფრო პატარა ასაკში გაუკეთეს, შემდეგ მისი მოხსნა ვერ შეძლეს, რის გამოც ცხოველს ღია ჭრილობა აქვს. როგორც მან აღნიშნა, ცხოველი ვეტექიმების მონიტორინგის ქვეშაა, როცა ჭრილობა შეხორცდება, შემდეგ დაიწყება მისი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. ,,დათვი ჩამოყვანილ იქნა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, ერთ-ორ დღეში მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება. ჭრილობები ნორმალურ მდგომარეობაშია, თუმცა თვითონ დათვი საკმაოდ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, ადამიანის დანახვაზე ცდილობს რომ დაიმალოს, აძვრეს, მას სჭირდება გარკვეული სიწყნარე…

მეტი...

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩავიდა

ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

ბრალდებული 13 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა – კაცს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში, ასევე არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის მასალის შეძენა-შენახვა-სარგებლობასა და გავრცელებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის გამოყენებით, 13 წლის არასრულწოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა კომპიუტერულ ტექნიკაში. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით მოიპოვებდა და ავრცელებდა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის…

მეტი...

სკოლის დირექტორის შერჩევის კონკურსის ახალი წესი დამტკიცდა

საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები და გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებების განხორციელების საჭიროება. სამინისტროს ცნობით, მიზანშეწონილად ჩათავლეს გადამუშავებულიყო 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი”. სამინისტრომ შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო: გაუქმდეს სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით, ახალი წესის მიხედვით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება…

მეტი...

ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე 3 პირს ბრალი წარედგინა

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, 3 პირს ბრალდება წარუდგინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა, შურისძიების მიზნით, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და ფიზიკურად იძალადეს თანამშრომელზე. დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით ის ჩამომხრჩვალი იპოვეს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, რის გამოც მათ აღნიშნულ თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს. ბრალდებულებმა თანამშრომელს 11 იანვარს, გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, ბრალდებულები დაზარალებულს, ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე…

მეტი...

თბილისის ზოგიერთ უბანში დღეს შუქი მთელი დღით ჩაქრება

თბილისის ზოგიერთ უბანში დღეს შუქი მთელი დღით ჩაქრება. დიდუბის რაიონი  გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირირს (ნაწილობრივ),  მეტროსადგური „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ქსნის, კარალეთის, თევდორე მღვდლის და გაფრინდაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, გელოვანის გამზირის (ნაწიილობრივ), ცაცხვების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, მინდელის და ძოწის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ნოე რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი…

მეტი...

ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავენ

პარლამენტის წევრების, ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, დღეს განიხილავს. ირაკლი ჩიქოვანს უფლებამონაცვლე არ ეყოლება, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეს კი კომიტეტს ცესკო წარუდგენს. ორი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ სამართლებრივი დასკვნა ბიუროს გადაეგზავნება, რის შემდეგაც კანონმდებლები პარლამენტის პლენარულ სესიაზე იმსჯელებენ.

მეტი...

გერმანია უკრაინას 100 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

გერმანია უკრაინას 100 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. დახმარების პაკეტი მოიცავს ასაფეთქებელ ნივთიერებებს თვითმფრინავებისთვის, სატვირთო მანქანებისთვის, სათადარიგო ნაწილებისთვის და სხვა. გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ დახმარება უკვე გადაეცა ან მალე გადაეცემა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი კარსტენ ბრეიერი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალს ალექსანდრ სირსკის, ბოლო შეხვედრისას კიევში, მოკლევადიან 100 მილიონ ევროზე მეტ დახმარებას დაჰპირდა. მან იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს გერმანია გასულ წელთან შედარებით სამ-ოთხჯერ გაზრდის უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდებას. გარდა ამისა, იგეგმება, რომ გერმანიის ინდუსტრია უკრაინაში პირველ სარემონტო ობიექტებს მიმდინარე წლის…

მეტი...

მტკვარში გადავარდნილ მანქანაში ერთი ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი  ავტომობილი ამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. „ ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფი, ასევე, მცურავი საშუალებები, მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. რამდენიმესაათიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ, მყვინთავთა მიერ ნაპოვნი იქნა ავტომანქანა, რომელიც ამოყვანილია მძიმე ტექნიკის საშუალებით. ავტომანქანაში ნანახი იქნა ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი. რაც შეეხება ვინაობას, ამ ეტაპზე უცნობია და დაადგენს შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა. მტკვარში მანქანა გადავარდა

მეტი...

მტკვარში მანქანა გადავარდა

წუხელ, თბილისში, მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, საპატრულო ეკიპაჟები, სასწრაფო. ამ ეტაპისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.  

მეტი...