ბათუმში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმებს ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

ბათუმში ბარამიძეების ოჯახი ექიმებს დაუდევრობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. საუბარია კლინიკა “ბმს” გინეკოლოგიური განყოფილების ექიმებზე, ვაჟა ცირეკიძესა და მაია ძნელაძეზე. მათ
ახალშობილის გარდაცვალებაში სდებენ ბრალს.

,,ახალგაზრდა ქალის ორსულობის პერიოდი ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობდა. ექიმებმა ორსულს არასწორი პრეპარატი დაუნიშნეს, რამაც მისი ნაადრევი მშობიარობა გამოიწვია და ახალშობილი დაბადებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა”, – აცხადებს ბარამიძეების ოჯახის წევრი.

ოჯახი საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ საქმის გამოძიებასა და ექიმების დასჯას მოითხოვს.

მსგავსი თემები