გორის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა იჩხუბეს, დაშავდა მერვეკლასელი – მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი საგაკვეთილო შესვენების დროს სკოლის ეზოში, სამეთვალყურეო კამერების წინ სცემეს. ფაქტს, სავარაუდოდ დაცვისა და მანდატურის თანამშრომლებიც შეესწრნენ.

ჩხუბის დროს დაშავდა მე-8 კლასის მოსწავლე რომლისთვისაც პირველადი სამედიო დახმარების დაწევა გახდა საჭირო. სკოლის ეზოში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ თვითმხილველებმა მოსწავლეების გასაშვებად ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

დაშავებული მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება დაიწყო, სამართალდამცავებმა ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი გუშინ გამოკითხეს.

სკოლის დირექტორი ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი თემები