NATO უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემას გეგმავს – სტოლტენბერგი

,,NATO უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემას გეგმავს”. ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. გადაწყვეტილება 2-დღიანი მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს – ჯერ “რამშტაინის,” შემდეგ კი უკრაინა-NATO-ს საბჭოს ფორმატში. “დრონების კოალიციის” პირველ შეთანხმებას სათავეში დიდი ბრიტანეთი და ლატვია ჩაუდგებიან.

,,მოკავშირეთა ჯგუფი აპირებს გააერთიანოს ძალისხმევა და გადასცეს უკრაინას მილიონი დრონი. NATO-ს ოცი მოკავშირე ასევე შეთანხმდა, რომ შეიქმნას გამნაღმველი კოალიცია. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. ერთიანობაში NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თითქმის 99%-ზე მეტს უზრუნველყოფენ”, – ამბობს სტოლტენბერგი.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ დრონებისა და სამხედრო დახმარების მიწოდების მხრივ ლიდერობს არა აშშ-ი, არამედ ალიანსის ევროპული ქვეყნები. ამით მან ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ NATO-ს ევროპული ქვეყნები თავდაცვის ხარჯებზე არასაკმარის დაფინანსებას გამოყოფენ.

მსგავსი თემები