სუიციდი არ ყოფილა, მეგობრებმა, ღალატით გამოასალმებს სიცოცხლეს – გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს მიხეილ დოიჯაშვილს, რამაზ გოგიძესა და ზურაბ ვაშაგაშვილს, გამოძიება მათი კოლეგის ჯგუფურად ცემას და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. ამ დროისთვის, სამივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

საქმე ეხება ჯარისკაც ირაკლი აფრიამაშვილის გარდაცვალების საქმეს. სამშვიდობო მისების მონაწილე, გამოცდილი სამხედრო ხეზე ჩამომხრჩვალი მიმდინარე წლის 11 იანვარს ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, რადგან გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის, ცხვირის, საფეთქლის, ყბის არეში, ასევე, გატეხილი ჰქონდა თავი.

,,სუიციდი საერთოდ არ ყოფილა, წამებით მოკლეს. საკუთარ სახლში მიუცვივდნენ მხეცებივით. ფიგურირებდა 5 პიროვნება, მაგრამ არ ვიცი ბოლოს რა გამოიკვეთება და როგორ იქნება. მე არც გვარები ვიცი, ვინ არიან ეგეც არ ვიცი. ჩემი შვილი დღეს მიწაშია, მაგრამ მინდა, რომ პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც ამ დღეში ჩაგვაგდო. იცით რაზე მტკივა გული?! ავღანეთიდან ჩამოვიდა სრულიად ჯანმრთელი და აქ თავისმა მეგობრებმა, ასე ღალატით გამოასალმებს სიცოცხლეს”, – ყვება დედა.

რაც შეეხება დაკავებულებს, ისინი ადვოკატის თქმით, ბრალს არ აღიარებენ. უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდებულებმა გაიგეს, რომ გარდაცვლილს სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა მათი მეგობრის მეუღლესთან და მასთან “ამის გასარკვევად მივიდნენ”.

მსგავსი თემები