ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავენ

პარლამენტის წევრების, ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, დღეს განიხილავს.

ირაკლი ჩიქოვანს უფლებამონაცვლე არ ეყოლება, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეს კი კომიტეტს ცესკო წარუდგენს.

ორი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ სამართლებრივი დასკვნა ბიუროს გადაეგზავნება, რის შემდეგაც კანონმდებლები პარლამენტის პლენარულ სესიაზე იმსჯელებენ.

მსგავსი თემები