საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩავიდა

ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მსგავსი თემები