მტკვარში გადავარდნილ მანქანაში ერთი ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი  ავტომობილი ამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

„ ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფი, ასევე, მცურავი საშუალებები, მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. რამდენიმესაათიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ, მყვინთავთა მიერ ნაპოვნი იქნა ავტომანქანა, რომელიც ამოყვანილია მძიმე ტექნიკის საშუალებით. ავტომანქანაში ნანახი იქნა ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი. რაც შეეხება ვინაობას, ამ ეტაპზე უცნობია და დაადგენს შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.

მტკვარში მანქანა გადავარდა

მსგავსი თემები