ბრალდებული 13 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა – კაცს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში, ასევე არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის მასალის შეძენა-შენახვა-სარგებლობასა და გავრცელებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის გამოყენებით, 13 წლის არასრულწოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა კომპიუტერულ ტექნიკაში.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით მოიპოვებდა და ავრცელებდა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის მასალას”, – წერია უწყების განცხადებაში.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (გარყვნილი ქმედება და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელება) წარედგინა.

მსგავსი თემები