დააკავეს 1 პირი, რომელიც, გვიან ღამით, სიჩქარეში შეჯიბრის გამო, ქვეითებს დაეჯახა

ქუთაისში დააკავეს 1 პირი, რომელიც, გვიან ღამით, სიჩქარეში შეჯიბრის გამო, ქვეითებს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანები ერთმანეთს გასწრებაში ეჯიბრებოდნენ, რის შედეგადაც ქვეითებს ჯერ ერთი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი მეორემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ისიც ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ადგილობრივები მაშინვე დაუღუპნენ.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები