გერმანია უკრაინას 100 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

გერმანია უკრაინას 100 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. დახმარების პაკეტი მოიცავს ასაფეთქებელ ნივთიერებებს თვითმფრინავებისთვის, სატვირთო მანქანებისთვის, სათადარიგო ნაწილებისთვის და სხვა. გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ დახმარება უკვე გადაეცა ან მალე გადაეცემა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი კარსტენ ბრეიერი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალს ალექსანდრ სირსკის, ბოლო შეხვედრისას კიევში, მოკლევადიან 100 მილიონ ევროზე მეტ დახმარებას დაჰპირდა.

მან იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს გერმანია გასულ წელთან შედარებით სამ-ოთხჯერ გაზრდის უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდებას. გარდა ამისა, იგეგმება, რომ გერმანიის ინდუსტრია უკრაინაში პირველ სარემონტო ობიექტებს მიმდინარე წლის ზაფხულისთვის ააშენებს. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორებმა და მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად.

ცნობისთვის, გუშინ ბრიუსელში რამშტაინის ფორმატში მე-19 შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც გამოცხადდა საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელობით უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდამჭერი კოალიციის შექმნა.

მსგავსი თემები