არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ – კამერონი

,,არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ”. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევით კამერონმა განაცხადა.

მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაწევის აუცილებლობის კონტექსტში ისაუბრა და აშშ-ის სენატს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის, ტაივანისთვის და ისრაელისთვის გამოყოფილ სამხედრო დახმარების პაკეტს.

,,არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა ან ვაჩვენოთ პასუხის გაცემის გაუბედაობა, როგორც ეს მოხდა 2014 წელს, როცა პუტინმა ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი დაიპყრო – ის 2022 წელს დაბრუნდა და მისი აგრესია ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდა.

მე მინდა ვაჩვენოთ ის ძალა, რომელიც 2022 წლის შემდეგ გამოვავლინეთ, როცა დასავლეთი უკრაინას პუტინის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის ნახევრის დაბრუნებაში დაეხმარა, NATO-ს სამხედრო პერსონალის დანაკარგების გარეშე”, – თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამავე განცხადებაში კამერონმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჰიტლერს შეადარა და აღნიშნა, რომ მისთვის სისუსტის ჩვენება ახლა იგივეა, რაც 1930-იან წლებში ჰიტლერისთვის სისუსტის ჩვენება.

მსგავსი თემები