„არ ვიცი, ვინ იკადრა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე” – კახა კალაძის კომენტარი მიუნხენის კონფერენციის ანგარიშზე

„ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელიც შენიღბულია ლობიზმით“ – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიუნხენის კონფერენციის ანგარიში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც „პრორუსი ოლიგარქი“.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ მიიღება ასეთი დოკუმენტები და არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.

„არ ვიცი, ვინ იკადრა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე. ვნახეთ, როგორ აკეთებენ ასეთ განცხადებებს – ამაში იღებენ ფულს და შენიღბულია როგორც ლობიზმი. ხომ ნახეთ, FARA-ს დოკუმენტაციაში არაერთი ასეთი ფაქტი იყო დაფიქსირებული, რომ თანხის გადახდით რეზოლუციებს იღებენ. მე ხომ არ ვიგონებ ამას. კონკრეტულ ფაქტზე ვსაუბრობ. საზოგადოებამ ნახა, როგორ მიიღებოდა რეზოლუციები, რომელზეც ივანიშვილზე არასწორი ინფორმაცია იწერებოდა. ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელიც შენიღბულია დემოკრატიით და ლობიზმით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები