კიევში, ლვოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო შეტევა იყო

კიევში, ლვოვში, ზაპოროჟიეში, დნეპრში მასიური სარაკეტო შეტევა იყო.

ზაპოროჟიის რეგიონალური ადმინისტრაცია Telegram-ზე წერს, რომ რაკეტა იქ არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა. რამდენიმე უკრაინულმა არხმა გაავრცელა ცნობა, რომ ხანძარი გაჩნდა ხმელნიცკის რეგიონში, ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევების გამო.

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი იუწყება, რომ ქალაქში დარტყმა იყო. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ ნაუჩნაიას ქუჩაზე, რამდენიმე სახლში მინები ჩაამტვრია. მსხვერპლზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კიევის ქალაქის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ კიევის მიმართულებით ყველა რუსული რაკეტა ჩამოაგდეს და ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

პოლტავას სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს ცნობას, რომ მირგოროდის რაიონში, საწყობში მცირე ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლი არ ყოფილა.

მირგოროდის რეგიონში, სადაც მდებარეობს უკრაინის ავიაბაზა, დარტყმა ორი საკრუიზო რაკეტით განხორციელდა ღამით, მასიური სარაკეტო შეტევის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

მსგავსი თემები