უკრაინამ რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას სსკ-ის 7 მუხლით ბრალი წაუყენა

რუს ოლიგარქს, ოლეგ დერიპასკას უკრაინამ სისხლი სამართლის კოდექსის 7 მუხლით დაუსწრებლად ბრალი წაუყენა. დერიპასკა და მისი უკრაინელი ბიზნესპარტნიორები ბრალდებული არიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დაფინანსებაში.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დააკავეს ოლიგარქის 2 ბიზნეს პარტნიორი – სამთო კომპანია „კვარციტების გლუხივის კარიერის“ დირექტორი და ამავე დაწესებულების კურატორი, უკრაინის მოქალაქე, რომელმაც 2021 წელს რუსეთის ფედერაციაში ბინადრობის ნებართვა მიიღო.

გამოძიების მასალების მიხედვით, ეს ორი პირი დაეხმარა რუს ოლიგარქს კარიერის საწარმოო ობიექტების მითვისებაში 2012 წელს, მიუხედავად მათი გაყიდვის აკრძალვისა.

მათივე ცნობით, ნედლეულს ოკუპანტები ასევე იყენებდნენ მოიერიშე თვითმფრინავებისა და სარადარო სისტემების სერიული წარმოებისთვის.

შეგახსენებთ, ოლეგ დერიპასკა ნავთობისა და ალუმინის ბიზნესით გამდიდრებული პუტინის ოლიგარქია, რომელსაც აშშ-მა სანქციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაუწესა.

მსგავსი თემები