საქართველოში ჩინეთის საელჩო ტურისტებს აფრთხილებს

საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინელ ტურისტებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბოლო პერიოდში საქართველოში ძარცვის შემთხვევები გახშირდა, ზოგიერთმა ჩინელმა ტურისტმა დაკარგა დოკუმენტები და ფული. გარდა ამისა, საელჩო ამბობს, რომ ზამთარში საქართველოში წვიმს და თოვს, გზების მდგომარეობა ცუდია. ,,ზოგიერთი ჩინელი ტურისტის თქმით, აეროპორტში და სხვა ტურისტულ ადგილებში, ხშირია კამათი ტაქსის მძღოლებთან. ჩვენ ვურჩევთ ტურისტებს შეიძინონ ადგილობრივი SIM ბარათები, ჩამოტვირთონ ტაქსის აპლიკაცია მკაფიოდ მითითებული მარშრუტებითა და ფასებით და ასევე მოერიდონ არალიცენზირებული ტაქსით სარგებლობას, რათა არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ბაზაზე თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ლიბანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ისრაელი ჯარისკაცი და დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი. “ჰეზბოლას”, ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებას, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ლიბანში დარტყმები ხდება მაშინ, როდესაც პალესტინელები რაფაჰში პანიკაში არიან, რადგან მოსახლეობამ არ იცის დატოვოს ღაზის სექტორის ეს ნაწილიც, რომელიც ამჟამად მათი თავშესაფარია ამ მიწაზე, თუ დარჩეს, რადგან ისრაელი თავდასხმებს ახორციელებს. უსაფრთხოების ძალების წყაროები ამბობენ, რომ მინიმუმ 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად. ქალი და ორი ბავშვი დაღუპულია სუანეში, ხოლო ოჯახის სულ მცირე ოთხი…

მეტი...

მირქმა (მიგებება) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 15 თებერვალს, მირქმის, ანუ უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ის უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ, ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს, ან მტრედის ხუნდს. სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა “ქალწულმა მუცლად იღო” სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება…

მეტი...

სუპერ ბოულის აღლუმზე სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა – დაშავებულია 30-მდე ადამიანი

აშშ-ში, კანზას სიტიში, მისურის შტატში, ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა სუპერ ბოულში გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე. გარდაცვლილი პირი ადგილობრივი დიჯეი იყო. კანზას სიტის პოლიციის უფროსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად 22 ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მაგრამ პოლიცია დაშავებულთა საერთო რაოდენობის დასადგენად ჯერ კიდევ მუშაობს. პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი ადამიანი დააკავა. დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა კანზას სიტის ცენტრში აღლუმსა და მარშზე, რათა აღენიშნათ Kansas City Chiefs განმეორებითი ჩემპიონობა.

მეტი...

„მადლობა ყველას, ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება“ – საპატიმროდან გათავისუფლებული დეკანოზი

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დეკანოზი გიორგი მამალაძე რეანომობილით სახლში დაბრუნდა. მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც ამ 7 წლის განმავლობაში მას მხარდაჭერას უცხადებდა და ენდობოდა. “მადლობას ვუხდი ოჯახს, თორნიკეს (ძმა). ყველა გულშემატკივარს, ვინც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში. ყველა ჩემს უფლებადამცველს, მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივს და საერთაშორისოს. ამერიკის და ნიდერლანდების მთავრობას, რომელიც იცავდა ჩემს უფლებას. ასევე ყველა ჟურნალისტს ვუხდი მადლობას. მადლობა ყველას, ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე იცის“ – აღნიშნა დეკანოზმა. მან   მადობა მეუფე…

მეტი...