,,შავ ზღვას რუსული ობიექტებისგან ეტაპობრივად გავწმენდთ” – ზელენსკი

,,შავ ზღვას რუსული ობიექტებისგან ეტაპობრივად გავწმენდთ”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

,,მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მადლობა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ჯარისკაცებს – მე-9 დეპარტამენტის მე-13 ჯგუფს! ჩვენ დღეს შავ ზღვაში უსაფრთხოების დონე გავზარდეთ და ჩვენს ხალხს მეტი მოტივაცია მივეცით. ეს მნიშვნელოვანია. შავ ზღვას რუსული ტერორისტული ობიექტებისგან ეტაპობრივად გავწმენდთ”, – თქვა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები