ენმ-მ კახა კალაძეს სასამართლო დავა მოუგო

ნაციონალურმა მოძრაობამ კახა კალაძეს სასამართლო დავა მოუგო. საქმე ეხება გლდანში, ხევძმარას ხეობაში 3 მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას. მშენებლობის დასაწყებად მერია სახელმწიფოსგან 15 000 კვ მეტრი ფართობის 1 ლარად გადაცემას მოითხოვდა.

თუმცა, ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს დეპუტატების არგუმენტები, რომ ამ ადგილზე მშენებლობა გენერალურ გეგმას არღვევდა და მოსახლეობისთვისაც საფრთხის შემცველი იყო, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა და ქონების 1 ლარად გადაცემის პროცესი შეაჩერა.

 

მსგავსი თემები