,,ციხე უნდა გაეტეხათ, დებოშით გამოეყვანათ, თუ რა უნდა მომხდარიყო?!” – მიტროპოლიტ დიმიტრის პრესსპიკერი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ ილია ხინიკაძის განცხადებით, მეუფე დიმიტრი სხვადასხვა დროს, ორჯერ მიმართა პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრეზიდნტ ზურაბიშვილს, ასევე პრემიერ ღარიბაშვილს დეკანოზის შეწყალების თაობაზე.

,,რაც შეეხება არ დამიდგა გვერდში როცა საუბრობს, რა უნდა მომხდარიყო, ციხე უნდა გაეტეხათ, დებოშით გამოეყვანათ, თუ რა მდგომარეობა უნდა შექმნილიყო?!”, – ამბობს სასულიერო პირი.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში, დეკანოზმა სინანული გამოთქვა, რომ მას მეუფე დიმიტრი არ დახვდა და “არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა”.

მსგავსი თემები