პუტინი ნანობს, რომ უკრაინაში ომი უფრო ადრე არ დაიწყო

ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ ომი უკრაინაში კრემლს არ დაუწყია, არამედ მის შეჩერებას ცდილობს. ამავე დროს, ინტერვიუში, რომელიც მან “როსია 1-ის” ჟურნალისტ, პაველ ზარუბინს მისცა, ნანობს, რომ ომი უფრო ადრე არ დაიწყო.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ნარატივი, რომ უკრაინაში ომის დაწყების მიეზი გახდა მისი ამჟამინდელი ხელისუფლების “უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე და უწყვეტი თავდასხმები მრავალი მსხვერპლით” ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებზე.

,,როგორც ვთქვი, ჩვენ ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ მის შეჩერებას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ჩვენ შევეცადეთ ამის გაკეთება მშვიდობიანი გზით – მინსკის შეთანხმებების დახმარებით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილმა კანცლერმა, და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარეს და პირდაპირ საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებდნენ ჩვენი ამ შეთანხმებების შესრულებას, უბრალოდ, დროს იგებდნენ, უკრაინის რეჟიმის იარაღით კიდევ უფრო დატუმბვისთვის, რაც მათ წარმატებით გააკეთეს.

ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვინანოთ, არის ის, რომ ადრე არ დავიწყეთ აქტიური მოქმედებები, იმის რწმენით, რომ წესიერ ადამიანებთან გვქონდა საქმე”, – თქვა პუტინმა.

მსგავსი თემები