დიდი ალბათობით, საჭირო გახდება სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა – თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების საფუძველი მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და პატრიარქის მდივან რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ხელწერილი გახდა, – ამის შესახებ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა.

,,როგორც იურისტმა ამიხსნა, არანაირი პირობა არ დევს, არც სამაჯური არც შინაპატიმრობა, არ პირობითი. დასაბუთება იყო, როგორც ადვოკატი ამბობს, ჯანმრთელობის გაუარესება და ამ საქმეში ე.წ. დაზარალებულის, შორენა თეთრუაშვილის ხელწერილი”, – თქვა მამალაძემ.

მისივე თქმით, დეკანოზის დაწყებული აქვს კუნთების ატროფია და სავარაუდოდ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ.

,,უახლოს დღეებში დიდი ალბათობით, საჭირო გახდება მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, გამომდინარე იქიდან, რომ ის ექიმები, რომლებიც შედიოდნენ საპყრობილეში და უტარებდნენ კვლევებს, მათი რეკომენდაცია იყო, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენლებისაც, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელი იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ მოხდება მისი გადაყვანა”, – ამბობს თორნიკე მამალაძე.

მსგავსი თემები