ვაფუძნებთ რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას საქართველოში, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან არჩევნების მონიტორინგზე – ჰერჩინსკი

ვაფუძნებთ რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას საქართველოში, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან არჩევნების მონიტორინგზე, – თქვა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

,,მე იმედი მაქვს, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ ასევე საარჩევნო პროცესი იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის მეორე ნაბიჯი იმ ცხრიდან, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ გუშინ გადაწყვიტა მიემართა ეუთო-ოდირისთვის და ეთხოვა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა, ჩვენი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ეუთოს წევრები არიან, ასევე მხარს უჭერენ ამას.

რა თქმა უნდა, ჩვენც, როგორც ევროკავშირი, ვაფუძნებთ რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აქ საქართველოში, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან არჩევნების მონიტორინგზე. ასე რომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები