მარტიდან, 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას – ირაკლი ღარიბაშვილი

მარტიდან, 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, ჩვენი მიზანია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის რანგში პირველ ბრიფინზე განაცხადა.

,,მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხდე პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, აქტივს მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს, მთავარი მიზანი ამ შეხვედრების იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის, ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის, ჩვენი გაცხადებული მიზანი არის მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე, ამისთვის საჭიროა ჩვენი რესურსების, ჩვენი აქტივის მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი  შედეგი. ჩვენი მიზანი არის მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე.” თქვა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები