მისი სურვილი იყო ციხეში ცოლ-შვილი, დედა, ბავშვები არ შესულიყვნენ – გიორგი მამალაძის დედა

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. მედიასთან კომენტარი გააკეთა დეკანოზის დედამ, რომელმაც შვილი 7 წლის შემდეგ პირველად ნახა.

,,თვითონ მამაოს სურვილი იყო, რომ ცოლ-შვილი, დედა, ბავშვები არ შესულიყვნენ. არ გვენახა. ტელეფონზეც ძალიან დიდხანს არ გვქონია კომუნიკაცია. მე პირადად ემოციის ფონზე, მიუხედავად იმისა, ძლიერი კი ვარ, მაგრამ სულ მეტირებოდა, მერე თვითონაც ნერვიულობდა და ვცდილობდი ყოველთვის არ დავლაპარაკებოდი”, – ყვება დედა.

მსგავსი თემები