ბელგოროდში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება იყო – არიან დაღუპულები

რუსეთის სასაზღვრო ქალაქ ბელგოროდში, სავაჭრო ცენტრში აფეთქებება მოხდა.

რუსული პროპაგანდისტული გამოცემები წერენ, რომ თავდასხმა უკრაინული მხარის მიერ არის განხორციელებული. უკრაინული წყაროები კი ამბობენ, რომ სავაჭრო ცენტრს რუსების მიერ გაშვებული რაკეტიდან ჩამოვარდნილი ნაწილები მოხვდა.

ბელგოროდის გუბერნატორი ოფიციალურად 5 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კიევს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი თემები