კაცი არასრულწლოვან დისშვილს 7 წლის განმავლობაში აუპატიურებდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელიც 2006 – 2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა.

,,დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა.  გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის  მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად,” – ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი თემები