სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან – ირაკლი ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პირველ ბრიფინგს მართავს. მან პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღალატი ჩაიდინა. კითხვა ეხებოდა ფაქტს, რომ ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას.

,,მე პირდაპირ ვიტყვი, ახლა უკვე ჩემ თავს მივცემ უფლებს, ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი და პარტიის ხელმძღვანელი ვარ, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი, თითოეული ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში, ჩვენი გადმოსახედიდან, ის არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, არაერთგზის და სამწუხაროდ, აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. რა შეიძლება ამაზე გიპასუხოთ, გარდა იმისა, რომ სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები