ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში კაცმა თანასოფლელი დაჭრა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აფენში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 53 წლის კაცს თანასოფლელმა სანადირო თოფიდან სამჯერ ესროლა. კაცი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები